1. პოლიციაში სამუშაოდ მიიღება 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და რომელსაც თავისი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლების, ფიზიკური მომზადებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად შეუძლია შეასრულოს პოლიციელის ფუნქციები.
2. პოლიციაში სამუშაოდ მისაღებ კანდიდატს შეარჩევენ სამინისტროს საკადრო დანაყოფი და სპეციალური კომისია, რომლებიც ამოწმებენ კანდიდატის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ფიზიკურ მომზადებას, განათლებასა და საქმიან თვისებებს.
3. პოლიციაში ცალკეულ თანამდებობებზე მისაღები კანდიდატები სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიაში (შემდგომ – პოლიციის აკადემია) გადიან სპეციალური მომზადების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამას ან კურსს პოლიციაში სამუშაოდ მიღებამდე ან მიღების შემდეგ.
31. სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირისა და სამინისტროს სისტემაში მისაღები კანდიდატის, სტაჟიორის, პრაქტიკანტის დაქტილოსკოპირება სავალდებულოა. დაქტილოსკოპიური მონაცემების აღებისა და შენახვის წესი დგინდება მინისტრის ბრძანებით.
4. პოლიციაში სამუშაოდ პირი, როგორც წესი, მიღებული უნდა იქნეს სპეციალური კონკურსის გავლის შედეგად. სპეციალური კონკურსის გავლის გარეშე პოლიციაში სამუშაოდ პირის მიღების წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
5. სამსახურში მიღების/დანიშვნის ან სამსახურიდან გათავისუფლების/დათხოვნის შესახებ სამართლებრივი აქტი შეიძლება გამოიცეს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით. აღნიშნული წესით გამოცემული სამართლებრივი აქტი ჩაბარებულად ითვლება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში იმ პირის მისამართზე გაგზავნის მომენტიდან, რომელსაც უშუალოდ შეეხება სამსახურში მიღების/დანიშვნის ან სამსახურიდან გათავისუფლების/დათხოვნის (მათ შორის, თანამდებობიდან გადაყენების) შესახებ სამართლებრივი აქტი.
საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №174 - ვებგვერდი, 29.12.2024წ.
საქართველოს 2025 წლის 4 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 06.03.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1208 – ვებგვერდი, 17.12.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 10.12.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 10.12.2025 კანონი №1208
- 04.03.2025 კანონი №338
- 13.12.2024 კანონი №174
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (10.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 37. სამსახურში მიღების წესი 1. პოლიციაში სამუშაოდ მიიღება 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და რომელსაც თავისი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლების, ფიზიკური მომზადებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად შეუძლია შეასრულოს პოლიციელის ფუნქციები. 2. პოლიციაში სამუშაოდ მისაღებ კანდიდატს შეარჩევენ სამინისტროს საკადრო დანაყოფი და სპეციალური კომისია, რომლებიც ამოწმებენ კანდიდატის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ფიზიკურ მომზადებას, განათლებასა და საქმიან თვისებებს. 3. პოლიციაში ცალკეულ თანამდებობებზე მისაღები კანდიდატი სამინისტროს აკადემიაში გადის სპეციალური მომზადების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამას ან კურსს პოლიციაში სამუშაოდ მიღებამდე ან მიღების შემდეგ. [ 3. პოლიციაში ცალკეულ თანამდებობებზე მისაღები კანდიდატები სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიაში (შემდგომ – პოლიციის აკადემია) გადიან სპეციალური მომზადების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამას ან კურსს პოლიციაში სამუშაოდ მიღებამდე ან მიღების შემდეგ. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან)] 31. სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირისა და სამინისტროს სისტემაში მისაღები კანდიდატის, სტაჟიორის, პრაქტიკანტის დაქტილოსკოპირება სავალდებულოა. დაქტილოსკოპიური მონაცემების აღებისა და შენახვის წესი დგინდება მინისტრის ბრძანებით. 4. პოლიციაში სამუშაოდ პირი, როგორც წესი, მიღებული უნდა იქნეს სპეციალური კონკურსის გავლის შედეგად. სპეციალური კონკურსის გავლის გარეშე პოლიციაში სამუშაოდ პირის მიღების წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. 5. სამსახურში მიღების/დანიშვნის ან სამსახურიდან გათავისუფლების/დათხოვნის შესახებ სამართლებრივი აქტი შეიძლება გამოიცეს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით. აღნიშნული წესით გამოცემული სამართლებრივი აქტი ჩაბარებულად ითვლება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში იმ პირის მისამართზე გაგზავნის მომენტიდან, რომელსაც უშუალოდ შეეხება სამსახურში მიღების/დანიშვნის ან სამსახურიდან გათავისუფლების/დათხოვნის (მათ შორის, თანამდებობიდან გადაყენების) შესახებ სამართლებრივი აქტი.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — პოლიციის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 28/10/2013.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება