1. პოლიციელის სოციალურ დაცვას უზრუნველყოფს სახელმწიფო.
2. უზრუნველყოფილია პოლიციელის სავალდებულო ჯანმრთელობისა და სიცოცხლის სახელმწიფო დაზღვევა.
3. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში პოლიციელს 2 თვის განმავლობაში უნარჩუნდება ბოლო დაკავებული თანამდებობის ხელფასი (ფულადი სარგო).
4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანი პოლიციელს სრულად აუნაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. პოლიციელის საპენსიო უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
6. პოლიციელისა და მისი ოჯახის წევრის (წევრების) სამედიცინო მომსახურების პირობებსა და წესს განსაზღვრავს მინისტრი.
61. სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა, მათი ოჯახის წევრთა, სამინისტროდან და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან დათხოვნილ პირთა (სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირები) და სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო დაწესებულების/დანაყოფის მსმენელთა სამედიცინო უზრუნველყოფას, აგრეთვე სამსახურის გავლის პერიოდში (მათ შორის, სამსახურში მიღების ან სამსახურიდან დათხოვნის დროს) ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას ახორციელებს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახური.
7. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ფარგლებში პოლიციელისთვის მინისტრის ბრძანებით შეიძლება განისაზღვროს ერთჯერადი დახმარების, სხვა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებები და შეღავათები.
8. მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით პოლიციელს შესაძლებელია საცხოვრებლად სარგებლობაში გადაეცეს სამინისტროს ბალანსზე რიცხული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბინა, სახლი, დამხმარე ნაგებობები და მათზე მიმაგრებული მიწის ფართობი.
საქართველოს 2015 წლის
ივლისის კანონი
№3922
- ვებგვერდი, 15.07.2015
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 04.10.2013).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (10.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 49. პოლიციელის სოციალური დაცვა 1. პოლიციელის სოციალურ დაცვას უზრუნველყოფს სახელმწიფო. 2. უზრუნველყოფილია პოლიციელის სავალდებულო ჯანმრთელობისა და სიცოცხლის სახელმწიფო დაზღვევა. 3. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში პოლიციელს 2 თვის განმავლობაში უნარჩუნდება ბოლო დაკავებული თანამდებობის ხელფასი (ფულადი სარგო). 4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანი პოლიციელს სრულად აუნაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. პოლიციელის საპენსიო უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 6. პოლიციელისა და მისი ოჯახის წევრის (წევრების) სამედიცინო მომსახურების პირობებსა და წესს განსაზღვრავს მინისტრი. 61. სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა, მათი ოჯახის წევრთა, სამინისტროდან და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან დათხოვნილ პირთა (სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირები) და სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო დაწესებულების/დანაყოფის მსმენელთა სამედიცინო უზრუნველყოფას, აგრეთვე სამსახურის გავლის პერიოდში (მათ შორის, სამსახურში მიღების ან სამსახურიდან დათხოვნის დროს) ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას ახორციელებს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახური. 7. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ფარგლებში პოლიციელისთვის მინისტრის ბრძანებით შეიძლება განისაზღვროს ერთჯერადი დახმარების, სხვა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებები და შეღავათები. 8. მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით პოლიციელს შესაძლებელია საცხოვრებლად სარგებლობაში გადაეცეს სამინისტროს ბალანსზე რიცხული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბინა, სახლი, დამხმარე ნაგებობები და მათზე მიმაგრებული მიწის ფართობი. საქართველოს 2015 წლის ივლისის კანონი №3922 - ვებგვერდი, 15.07.2015
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — პოლიციის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 28/10/2013.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება