1. პოლიციის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, ეს კანონი და საქართველოს სხვა კანონები, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის სამართლებრივი აქტები და სხვა ნორმატიული აქტები.
2. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება პოლიციელსა და სამინისტროს სხვა მოსამსახურეზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტით ან/და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
3. ამ კანონის აღსრულების მიზნით მინისტრი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ნორმატიულ აქტებსა და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და ახორციელებს ადმინისტრაციულ რეალაქტებს.
4. პოლიციის პრევენციული საქმიანობა ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმების – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და ადმინისტრაციული რეალაქტის − გამოყენებით. პოლიციის ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განსახორციელებლად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასა და გაცნობაზე არ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესები.
5. პოლიციის მიერ დანაშაულის გამოვლენის, აღმოფხვრისა და გამოძიების მიზნით განხორციელებული სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებების სამართლებრივი ფორმები განისაზღვრება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით.
საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №713 - ვებგვერდი, 10.05.2017წ.
საქართველოს 2025 წლის 4 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 06.03.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 04.03.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 04.03.2025 კანონი №338
- 21.04.2017 კანონი №713
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (06.02.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 5. პოლიციის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები 1. პოლიციის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, ეს კანონი და საქართველოს სხვა კანონები, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის სამართლებრივი აქტები და სხვა ნორმატიული აქტები. 2. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონიკანონის პოლიციელებსამოქმედება პოლიციელსა და სამინისტროს მოსამსახურეებზესხვა მოსამსახურეზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითაკანონით, და სხვა საკანონმდებლო აქტით ან/და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 3. ამ კანონის აღსრულების მიზნით მინისტრი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ნორმატიულ აქტებსა და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და ახორციელებს ადმინისტრაციულ რეალაქტებს. 4. პოლიციის პრევენციული საქმიანობა ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმების – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და ადმინისტრაციული რეალაქტის − გამოყენებით. პოლიციის ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განსახორციელებლად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასა და გაცნობაზე არ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესები. 5. პოლიციის მიერ დანაშაულის გამოვლენის, აღმოფხვრისა და გამოძიების მიზნით განხორციელებული სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებების სამართლებრივი ფორმები განისაზღვრება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — პოლიციის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 28/10/2013.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება