1. პოლიციელისა და სამინისტროს სხვა მოსამსახურის საქმიანობას აკონტროლებს სამინისტროს გენერალური ინსპექცია.
2. სამინისტროს გენერალური ინსპექცია თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და დაუშვებელია მის საქმიანობაში სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფის ან თანამდებობის პირის ჩარევა. სამინისტროს გენერალური ინსპექცია ანგარიშვალდებულია უშუალოდ მინისტრის წინაშე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას.
3. სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფლებამოსილება ვრცელდება სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებზე, ტერიტორიულ ორგანოებზე, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაზე – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაზე და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე.
4. სამინისტროს გენერალური ინსპექცია:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს სისტემაში „პოლიციის ეთიკის კოდექსისა“ და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების“ ნორმების დარღვევის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენასა და სათანადო რეაგირებას;
ბ) აკონტროლებს სამინისტროს სისტემაში შემავალი დანაყოფების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას, ამოწმებს მათ მიერ მატერიალური და ფინანსური რესურსების განკარგვის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას;
გ) ახორციელებს სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენასა და პრევენციას, სამინისტროს სისტემაში შემავალი დანაყოფების საქმიანობაში არსებული დარღვევებისა და ნაკლოვანებების გამოვლენას, აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი მიზეზების აღმოსაფხვრელად შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას;
დ) ასრულებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებათა განხორციელებისას დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში სამინისტროს გენერალური ინსპექცია შესაბამის მასალებს დაუყოვნებლივ, საგამოძიებო ქვემდებარეობის შესაბამისად გადასცემს საქართველოს გენერალურ პროკურატურას.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3284 – ვებგვერდი, 09.08.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3801 – ვებგვერდი, 13.12.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4256 – ვებგვერდი, 29.12.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4898 – ვებგვერდი, 28.06.2019წ.
საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1324 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.
საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №708 – ვებგვერდი, 25.06.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 24.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 6-ჯერ.
- 24.06.2025 კანონი №708
- 30.12.2021 კანონი №1324
- 28.06.2019 კანონი №4898
- 27.12.2018 კანონი №4256
- 30.11.2018 კანონი №3801
- 21.07.2018 კანონი №3284
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (04.03.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 57. პოლიციელისა და სამინისტროს სხვა მოსამსახურის საქმიანობის შიდა კონტროლი 1. პოლიციელისა და სამინისტროს სხვა მოსამსახურის საქმიანობას აკონტროლებს სამინისტროს გენერალური ინსპექცია. 2. სამინისტროს გენერალური ინსპექცია თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და დაუშვებელია მის საქმიანობაში სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფის ან თანამდებობის პირის ჩარევა. სამინისტროს გენერალური ინსპექცია ანგარიშვალდებულია უშუალოდ მინისტრის წინაშე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას. 3. სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფლებამოსილება ვრცელდება სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებზე, ტერიტორიულ ორგანოებზე, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაზე – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაზე და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე. 4. სამინისტროს გენერალური ინსპექცია: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს სისტემაში „პოლიციის ეთიკის კოდექსისა“ და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების“ ნორმების დარღვევის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენასა და სათანადო რეაგირებას; ბ) აკონტროლებს სამინისტროს სისტემაში შემავალი დანაყოფების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას, ამოწმებს მათ მიერ მატერიალური და ფინანსური რესურსების განკარგვის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას; გ) ახორციელებს სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენასა და პრევენციას, სამინისტროს სისტემაში შემავალი დანაყოფების საქმიანობაში არსებული დარღვევებისა და ნაკლოვანებების გამოვლენას, აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი მიზეზების აღმოსაფხვრელად შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას; დ) ასრულებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებათა განხორციელებისას დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში სამინისტროს გენერალური ინსპექცია შესაბამის მასალებს დაუყოვნებლივ, საგამოძიებო ქვემდებარეობის შესაბამისად გადასცემს საქართველოს გენერალურ პროკურატურას ან სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.პროკურატურას.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — პოლიციის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 28/10/2013.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება