ქალაქ ბათუმში ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონატის გამართვის ხელშემწყობი კომისიის შექმნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№458
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 9, 27/09/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №458

2006 წლის 27 სექტემბერი

ქ. თბილისი

ქალაქ ბათუმში ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონატის გამართვის ხელშემწყობი კომისიის შექმნის შესახებ

1. 2006 წლის 18-29 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონატის გამართვის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნას სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

 

ზურაბ ნოღაიდელი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

გიორგი გაბაშვილი

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი, კომისიის თანათავმჯდომარე

ლევან ვარშალომიძე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, კომისიის თანათავმჯდომარე

 

დავით ბედია

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსი

ეკატერინე გიგაური

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე

დავით ნამგალაური

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე

მამუკა ნაკაშიძე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

ალექსი ჩიკვაიძე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი

ლევან ჭოლაძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.

      

2. კომისიამ განახორციელოს ქმედითი ღონისძიებები მიმდინარე წელს ქალაქ ბათუმში ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონატის შეუფერხებლად და მაღალ დონეზე გამართვის უზრუნველსაყოფად.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ–მინისტრი                                                 ზ. ნოღაიდელი