ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№536
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 9, 26/09/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №536

2007 წლის 26 სექტემბერი

ქ. თბილისი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისათვის“გათვალისწინებული ასიგნებიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოუყოს 3 187 000 (სამი მილიონ ას ოთხმოცდაშვიდი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ყინულის მოედნის მშენებლობა;

ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის შენობის ფასადის შემინვა;

გ) ზუგდიდის ცენტრალური სატელევიზიო-რადიოლოკაციური ანძის შეღებვა და განათება.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ქვეპუნქტის შესაბამისად, სამუშაოთა უმოკლეს დროში შესრულებისათვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

3. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური), ასევე კონტროლის განხორციელება ეთხოვოს სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ზუგდიდის, აბაშის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტები და თვითმმართველი ქალაქი ფოთი) ზ. გოროზიას.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                     ზ. ნოღაიდელი