ქ. თბილისი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით ენგურჰესის რეაბილიტაციისათვის 3T ტრანსფორმატორის გადაზიდვის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№508
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 11, 17/11/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ს აქართველოს მ თ ავრობის

განკარგულება №508

2005 წლის 17 ნოემბერი

ქ. თბილისი

ევროპის  რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით ენგურჰესის რეაბილიტაციისათვის 3T ტრანსფორმატორის გადაზიდვის შესახებ

ევროპის  რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით ენგურჰესზე 3T ტრანსფორმატორი უნდა შეიცვალოს ახლით. მის გადასაზიდად საჭირო მისაბმელი 12- ღერძიანი ავტომატარებლის წონა (ტვირთიანად) 325 ტონაა. ტვირთის სპეციფიკურობისა და რეაბილიტაციის სამუშაოთა მნიშვნელობიდან გამომდინარე:

1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საავტომობილო გზების დეპარტამენტის დასკვნით, აღნიშნული ტრანსფორმატორის ენგურჰესზე გადაზიდვის ოპტიმალურ მარშრუტად მიჩნეულია ოჩამჩირე-გალი-დაბა საბერიოს საავტომობილო გზა.

2. საქართველოს ენერგოსისტემისათვის ენგურჰესის უდიდესი  მნიშვნელობისა  და  „საქართველოს საზღვაო სივრცის აფხაზეთის საზღვაო რაიონში საქართველოს უფლებების, ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და უშიშროების დაცვის შესახებ12“საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 3 აგვისტოს № 313 ბრძანებულების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება საზღვაო-სატრანსპორტო საშუალების ქ. ოჩამჩირის პორტში შეუფერხებლად შესვლისათვის.

3. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ნ. გილაური).

4.  განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                 ზ. ნოღაიდელი