სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№411
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 7, 31/07/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №411

2007 წლის 31 ივლისი

ქ. თბილისი

სიღნაღის  მუნიციპალიტეტის  გამგეობისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოუყოს 4 000 000 (ოთხი  მილიონი) ლარი ქ. სიღნაღის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის მეორე ეტაპისათვის შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ქალაქის სანიაღვრე ქსელის რეკონსტრუქცია;

ბ) ქალაქის წყალსადენის ქსელის რეკონსტრუქცია;

გ) წყლის 2000 მ3 რეზერვუარის მონტაჟი;

დ) ქალაქის ფეკალური კანალიზაციის რეკონსტრუქცია;

ე) ქალაქის ელექტროქსელების რეკონსტრუქცია;

ვ) ქალაქის გარე განათება;

ზ) ხრეშოვან ფუძეზე ქვიშა-ცემენტის ნარევზე გრანიტის ფლეთილი ქვით გზების საფარის მოწყობა 6500 მ2-ზე;

თ) ქალაქის გამწვანება;

ი) ქალაქის კავშირგაბმულობის ქსელის რეკონსტრუქცია;

კ) არსებული საბაგირო გზის დემონტაჟი.

2. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად რეაბილიტაციის სამუშაოთა მაქსიმალურად მოკლე დროში განხორციელების უზრუნველსაყოფად სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობამ შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან  მოლაპარაკების საშუალებით. 

3. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი), ასევე კონტროლის განხორციელება ეთხოვოს სახელმწიფო რწმუნებულ – გუბერნატორს გ. ნაცვლიშვილს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტები).

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                 ზ. ნოღაიდელი