2. თუ საკითხი, რომელიც კანონით გადაცემულია აღმასრულებელი ხელისუფლების გამგებლობაში, არ მიეკუთვნება არცერთი სამინისტროს გამგებლობის სფეროს, მასზე გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა. მთავრობა ასევე უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი სამინისტროს მმართველობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხზე, თუ შესაბამისი სამინისტრო აღნიშნულ საკითხზე (გარდა ქვეყნის უსაფრთხოების, თავდაცვის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან და საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხებისა) გადაწყვეტილებას არ იღებს ან გადაწყვეტილების მიღებას აყოვნებს.
3. თუ საკითხი მიეკუთვნება რამდენიმე სამინისტროს გამგებლობის სფეროს და განსაზღვრული არ არის მასზე გადაწყვეტილების მიმღები სამინისტრო, გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა.
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1904 - სსმ I, №35 19.11.2009 წ., მუხ.214
საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3453 – ვებგვერდი, 09.10.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.09.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 20.09.2018 კანონი №3453
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (05.07.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 16 1. სამინისტროს მმართველობის სფერო განისაზღვრება სამინისტროს დებულებით. 2. თუ საკითხი, რომელიც კანონით გადაცემულია აღმასრულებელი ხელისუფლების გამგებლობაში, არ მიეკუთვნება არცარცერთი ერთი სამინისტროს გამგებლობის სფეროს, მასზე გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა. მთავრობა ასევე უფლებამოსილია მიიღოს ასევე გადაწყვეტილება შესაბამისი სამინისტროს მმართველობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხზე, თუ შესაბამისი სამინისტრო არ იღებს გადაწყვეტილებას ან აყოვნებს გადაწყვეტილების მიღებას აღნიშნულ საკითხზე,საკითხზე გარდა(გარდა ქვეყნის უშიშროების,უსაფრთხოების, თავდაცვის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან და საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხებისა.საკითხებისა) გადაწყვეტილებას არ იღებს ან გადაწყვეტილების მიღებას აყოვნებს. 3. თუ საკითხი მიეკუთვნება რამდენიმე სამინისტროს გამგებლობის სფეროს და განსაზღვრული არ არის მასზე გადაწყვეტილების მიმღები სამინისტრო, გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა. საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1904 - სსმ I, №35 19.11.2009 წ., მუხ.214
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.11.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 3, 13/02/2004.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება