1.პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გეგმური ამბულატორიული შემთხვევების ზედამხედველობის წესის შესაბამისად.

2. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გადაუდებელი სტაციონარული შემთხვევების ზედამხედველობის წესის შესაბამისად.

3. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ამბულატორიული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გეგმური ამბულატორიული შემთხვევების ზედამხედველობის წესის შესაბამისად, ხოლო სტაციონარული მომსახურების ზედამხედველობა – გადაუდებელი სტაციონარული შემთხვევების ზედამხედველობის წესის შესაბამისად.

4. პროგრამის განმახორციელებელი მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.დ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეების შესახებ ინფორმაციას წინასწარ დადგენილი ფორმით (ელექტრონული ონლაინ სისტემის საშუალებით) აწვდის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მომსახურების მიმწოდებელს.

5. პროგრამის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.დ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციფიკური მედიკამენტების ხარჯვის ზედამხედველობა მოიცავს მედიკამენტების გაცემაზე პასუხისმგებელი მიმწოდებლის მიერ შესაბამისი განმახორცილებლისათვის დადგენილი ფორმით მედიკამენტების ბრუნვის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.

6. თუ პროგრამის  მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მიმწოდებელი  სამედიცინო  დაწესებულება, ასევე არის „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით განსაზღვრული პროგრამის მიმწოდებელი, 2013 წლის 28 თებერვლიდან დაწყებული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება, რომელიც მოიცავს პაციენტის კრიტიკული მდგომარეობების მართვასა და ინტენსიურ თერაპიას და რომელსაც ითვალისწინებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილება, განხორციელდება  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების ფარგლებში.

დანართი 16.1

იშვიათი დაავადებების ამბულატორიული მეთვალყურეობა

მწვავე ინტერმიტირებადი პორფირია

E80.2

ადისონის დაავადება

E27.1

ალსტრიომის სინდრომი

E66.0

ბარტერის სინდრომი

E26.8

ბეხჩეტის სინდრომი

M35.2

უიპლის დაავადება

K90.8

ბილიარული ატრეზია

Q 44.2

კონის სინდრომი

E26.0

კრონკჰაიტ-კანადას დაავადება

D12.6

გარდნერის სინდრომი

D69.2

გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი

D55.0

ჰემოქრომატოზი

E83.1

ინსულინომა

E16.1

ლაიმის დაავადება

A 69.2

ფენილკეტონურია

E70.1

ჰომოცისტინურია

E72.1

ფეოქრომოციტომა

C74

ვილმსის სიმსივნე

C64

ვულგარული იქთიოზი

Q 80.0

ჰიპოფიზარული ნანიზმი

E23.0

ცისტური ფიბროზი (მუკოვისციდოზი)

E84

ბარძაყის ძვლის თავის იუვენილური ოსტეოქონდროზი (ლეგ-კალვე-პერტესის დაავადება)

M91.1

მემკვიდრული ჰიპოგამაგლობულინემია (ბრუტონის დაავადება)

D80.0

ტერნერის სინდრომი

Q 96.

დანართი 16.2

იშვიათი და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებული დაავადებების სტაციონარული მომსახურება

დასახელება

კოდი

(ICD-10)

ერთეულის ღირებულება (ლარი)

მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებული დაავადებები

რეგიონული ენტერიტი

K50

მალაბსორბცია გამოწვეული ტოლერანტობის დარღვევით

K90.4

ცელიაკია

K90.0

იუვენილური დერმატომიოზიტი

M33.0

იუვენილური მაანკილოზირებელი სპონდილიტი (ბეხტერევის დაავადება)

M08.1

რეიტერის დაავადება

M02.3

სისტემური სკლეროზი (სკლეროდერმია)

M34

სისტემური წითელი მგლურა

M32

იუვენილური პოლიარტერიტი, ვეგნერის გრანულომატოზი, კან-ლორწოვან-ლიმფური კვანძების სინდრომი

M31.3

შაქრიანი დიაბეტი კომის გარეშე

E10

შაქრიანი დიაბეტი კომით

E10

1234

არასრული ოსტეოგენეზი

Q78.0

ლულოვანი ძვლების ქრონიკული ოსტეომიელიტის გამწვავება, კონსერვატიული მკურნალობა

M86

ქრონიკული ოსტეომიელიტი-სეკვესტრექტომია

M86.6

1816

მინკოვსკი-შოფარის ჰემოლიზური ანემია

D58

დიდი თალასემია (ჰემოლიზური კრიზით)

D56.0

ანემია გამოწვეული ფერმენტული დარღვევებით

D55

მედიკამენტოზური ჰემოლიზი

D59.8

შონლაინ-ჰენოხის დაავადება

D69.0

იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა

D69.0

იუვენილური რევმატოიდული ართრიტი

M08.0

ჰიპერთირეოიდიზმი ჩიყვით და ჩიყვის გარეშე

E05

იშვიათი დაავადებები

მწვავე ინტერმიტირებადი პორფირია

E80.2

ადისონის დაავადება

E27.1

ალსტრიომის სინდრომი

E66.0

ბარტერის სინდრომი

E26.8

ბეხჩეტის სინდრომი

M35.2

უიპლის დაავადება

K90.8

ბილიარული ატრეზია (ქირურგიული მკურნალობა)

Q44.2

2170

კონის სინდრომი

E26.0

კრონკჰაიტ-კანადას დაავადება

D12.6

გარდნერის სინდრომი

D69.2

გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი

D55.0

ჰემოქრომატოზი

E83.1

ინსულინომა

E16.1

ლაიმის დაავადება

A 69.2

ფენილკეტონურია

E70.1

ჰომოცისტინურია

E72.1

ფეოქრომოციტომა (ქირურგიული მკურნალობა)

C74

1816

ვილმსის სიმსივნე (ქირურგიული მკურნალობა)

C64

1377

ვულგარული იქთიოზი

Q 80.0

ჰიპოფიზარული ნანიზმი

E23.0

ცისტური ფიბროზი (მუკოვისციდოზი)

E84

ბარძაყის ძვლის თავის იუვენილური ოსტეოქონდროზი (ლეგ-კალვე-პერტესის დაავადება) (ქირურგიული მკურნალობა)

M91.1

1202

მემკვიდრული ჰიპოგამაგლობულინემია (ბრუტონის დაავადება)

D80.0

280.

დანართი 16.3

ჰემოფილიით და სისხლის შედედების სხვა მემკვიდრული პათოლოგიებით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მოცულობა და ნოზოლოგიური ჯგუფები

1. მომსახურების მოცულობა:

ა) ამბულატორიული მომსახურება:

ა.ა) ჰემატოლოგის და სხვა სპეციალისტების კონსულტაცია;

ა.ბ) სისხლდენებისა და სისხლჩაქცევების დროს სისხლის კომპონენტების, ჰემოსტატიკების და ფაქტორების ტრანსფუზია;

ა.გ) კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები (მათ შორის, გამოკვლევები სწრაფი ტესტებით B და C ჰეპატიტებსა და აივ-ინფექციაზე);

ა.დ) სისხლის შედედების ფაქტორების გამოკვლევა;

ა.ე) თრომბოციტების ფუნქციური გამოკვლევა.

ბ) სტაციონარული მომსახურება:

ბ.ა) ჰემორაგიული დიათეზის შემთხვევებში ჰოსპიტალური მომსახურება;

ბ.ბ) ჰემოფილური ართროპათიით გამოწვეული ორთოპედიული მომსახურება.

გ) იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტების სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტის ფარგლებში შეძენილი ანტიჰემოფილური ფაქტორ‑კონცენტრატების, XIII ფაქტორისა და ანტიინჰიბიტორული პროთრომბინ-კომპლექსის ბენეფიციართათვის მიწოდება (მათ შორის, გართულებულ შემთხვევებში და ჰოსპიტალიზაციების დროს). ანტიჰემოფილური  ფაქტორ-კონცენტრატების გამოყენება-განაწილების ინსტრუქცია განისაზღვრება მინისტრის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. სისხლის შედედების  მემკვიდრული პათოლოგიები:

D66  - VIII  ფაქტორის მემკვიდრული დეფიციტი (ჰემოფილია A);

D67  - IX  ფაქტორის მემკვიდრული დეფიციტი (ჰემოფილია B);

D68.0 -ფონ‑ვილებრანდის დაავადება (VWD);

D68.1 -  XI  ფაქტორის მემკვიდრული დეფიციტი;

D68.2 - სისხლის შედედების სხვა ფაქტორების მემკვიდრული დეფიციტი:

I (ფიბრინოგენი);

II (პროთრომბინი);

V (ლაბილური ფაქტორი, ანუ პროაქცელერინი);

VII (სტაბილური, ანუ პროკონვერტინი);

X (სტიუარტ‑პრაუერი);

XII (ჰაგემანი);

XIII (ფიბრინ‑მასტაბილიზირებელი);

D69.1 -თრომბოციტების თვისობრივი დეფექტები.

დანართი N 17

სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო

ტრანსპორტირება

პროგრამული კოდი – 35 03 03