შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 35-ე კმ-ზე მდ. კისისხევზე არსებული დაზიანებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1558
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016207
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/11/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1558

2013 წლის 14 ნოემბერი

ქ. თბილისი

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 35-ე კმ-ზე მდ. კისისხევზე არსებული დაზიანებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შესახებ

1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრა სტრუქ ტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2013-2014 წლებში:

ა) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვით უზრუნველყოს შიდასახელმწიფოებრივი მნიშ ვნე ლობის ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 35-ე კმ-ზე მდ. კისისხევზე არსებული დაზიანებული სახიდე გადასას ვლე ლის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება;

ბ) ამ განკარგულებით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სა მუ შაოები განახორციელოს პროექტირების პარალელურ რეჟიმში, ეტა პობრივად შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაციის შესა ბამი სად.

2. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ამ გან კარ გუ ლებით გათვალისწინებული 2013 წელს განსა ხორ ციე ლებე ლი სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელოს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართვე ლოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „გზების მშენებლობისა და მოვლა-შენახვის“ მუხლით (პროგრამული კოდი 25 02 02) განსაზღვრული ასიგნებებიდან, ხოლო ამ განკარგულებით გათ ვა ლისწინებული 2014 წელს განსახორციელებელი სარეაბილიტაციო სამუ შაოები განახორციელოს 2014 წელს შესაბამისი წლიური საბიუ ჯე ტო კანონით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგ ლებ ში.

პრემიერ -მინისტრი            ბ . ივანიშვილი