„ზოგიერთი სამინისტროს მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის მიმართ არსებული დავალიანების დაფარვის ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის №279 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№356
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 12/05/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №356

2009 წლის 12 მაისი

ქ. თბილისი

„ზოგიერთი სამინისტროს მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის მიმართ არსებული დავალიანების დაფარვის ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის №279 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „ზოგიერთი სამინისტროს მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის მიმართ არსებული დავალიანების დაფარვის ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის № 279 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზოგიერთი სამინისტროსათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის მიერ 2009 წლის განმავლობაში გასაწევი მომსახურების ანაზღაურების ღონისძიებათა შესახებ”;

ბ) პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მოთხოვნათა შესრულების მიზნით ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის მიერ 2009 წლის განმავლობაში ხანგრძლივად შესანახი დოკუმენტების შენახვის საფასური დაფარონ შემდეგმა სახელმწიფო დაწესებულებებმა:”.

 

პრემიერ-მინისტრი           ნიკა გილაური