სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების (სპორტული ინვენტარი) კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის თხოვების ფორმით გადაცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№738
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 09/10/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ს აქართველოს მ თ ავრობის

განკარგულება №738

2009 წლის 9 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების (სპორტული ინვენტარი) კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის თხოვების ფორმით გადაცემის შესახებ

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 დეკემბრის № 218 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-6 პუნქტისა და მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:

1. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება (სპორტული ინვენტარი) უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით გადაეცეთ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს (საქართველოს სპორტულ სახეობათა ფედერაციებს) არსებობის ვადით, დანართის შესაბამისად.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს მოძრავი ქონების (დანართის მიხედვით) გადასაცემად საჭირო ღონისძიებათა განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

პრემიერ-მინისტრი                                            ნ. გილაური

 

 

 დ ა ნ ა რ თ ი

 

კერძო სამართლის იურიდიული პირი

სპორტული ინვენტარის დასახელება

რაოდენობა

ერთეულის ფასი (ლარებით)

სულ ღირებულება (ლარებით)

1

საქართველოს ტაეკვონდოს ფედერაცია

ტაეკვონდოს ტატამი

8

8 000

64 000

ტაეკვონდოს სამტატამიანი სამსაჯო ელექტრონული სისტემა

1

8 000

8 000

საბრძოლო ჟილეტი (დამცავი და ელექ-

ტრონული აქსესუარები)

20

2 500

50 000

 

 

სულ

 

 

122 000

2

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საჭიდაო ხალიჩა

10

16 000

160 000

საჭიდაო ხალიჩის გადასაფარებელი

5

3 500

17 500

 

 

სულ

 

 

177 500

3

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია

ძალოსნობის ძელი

3

2 900

8 700

4

საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაცია

Kკრივის რინგი

6

22 000

132 000

5

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაცია

ძიუდოს ტატამი

4

14 000

56 000

6

საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ეროვნული ფედერაცია

მაგიდის ჩოგბურთის მაგიდა

6

2 000

12 000

7

საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია

მხატვრული ტანვარჯიშის ფიცარნაგი

1

47 500

47 500

8

საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია

ფარიკაობის ელექტრონული ფიქსატორი

5

2 500

12 500