ზუგდიდის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№469
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 03/07/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №469

2009 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში ზღვისპირა ზოლზე განთავსებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამშენებლო სამუშაოების გან სა ხორციელებლად.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ~ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე” ქვეპუნქტის შესაბამისად სამუშაოების მაქსიმალურად მოკლე დროში განხორციელების უზრუნველსაყოფად ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

3. განკარგულების შესრულების კონტროლი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელონ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ქალაქი ფოთი, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა ზ. გოროზიამ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

 

პრემიერ-მინისტრი         ნიკა გილაური