„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისათვის თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 ივნისის №464 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№483
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 08/07/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №483

2009 წლის 8 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისათვის თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 ივნისის № 464 განკარგულებაში  ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისათვის თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 ივნისის №464 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ”;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 23 ივნისის №348 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის გამართული საქმიანობისათვის აუცილებელი ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ,,საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას გამოუყოს 252 000 (ორას ორმოცდათორმეტი ათასი) ლარი, ხოლო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს – 48 000 (ორმოცდარვა ათასი) ლარი.”.

 

პრემიერ-მინისტრი                         ნიკა გილაური