,,შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისათვის“ საგურამო-წითელი ხიდის მონაკვეთზე არსებული 700-800 მმ მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციისათვის საბიუჯეტო სესხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 7 ოქტომბრის №473 განკარგულებაში დამატების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№479
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 30/07/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობ ი ს

განკარგულება№479

2008 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

,,შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისათვის“საგურამო-წითელი ხიდის მონაკვეთზე არსებული 700-800 მმ მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციისათვის საბიუჯეტო სესხის გამოყოფის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2006 წლის 7 ოქტომბრის № 473 განკარგულებაში დამატების შეტანის თაობაზე

1. ,,შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისათვის“საგურამო-წითელი ხიდის მონაკვეთზე არსებული 700-800 მმ მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციისათვის საბიუჯეტო სესხის გამოყოფის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2006 წლის 7 ოქტომბრის №473 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დაემატოს 41, 42 და 43 პუნქტები:

,,41. შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“უფლებამ ო სილია გამოყოფილი სესხის ხარჯზე შეძენილი დ=700 მმ-იანი მილები და მისი შესაბამისი ფასონური ნაწილები გამოიყენოს როგორც,,ვლადიკავკაზ – თბილისის“დ=700 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის 66-ე და 197-ე კმ-ზე განსახორციელებელი გადაუდებელი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის, ისე საჭიროებისამებრ, მომავალში განსახორციელებელი გადაუდებელი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის.

4 2 . შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ 41 პუნქტის მიხედვით ,,ვლადიკავკაზ – თბილისის“დ=700 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის 66-ე და 197-ე კმ-ზე განსახორციელებელი გადაუდებელი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის და ასევე, მომავალში განსახორციელებელი გადაუდებელი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის გამოყენებული საგურამო-წითელი ხიდის რეაბილიტაციისათვის საჭირო მილები და მისი შესაბამისი ფასონური ნაწილები შეიძინოს საკუთარი სახსრებით.

43. ამ განკარგულების 41 და 42 პუნქტების შესაბამისად,საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან“ერთად უზრუნველყოს შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან“გაფორმებულ სასესხო ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.”.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი          ვ. გურგენიძე