საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭებისა და მისი გრანტის მიმღებ ორგანოდ განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№487
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 30/07/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობ ი ს

განკარგულება№487

2008 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭებისა და მისი გრანტის მიმღებ ორგანოდ განსაზღვრის შესახებ

1. მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს, რომ საქართველოს მთავრობის სახელით მსოფლიო ბანკთან დადოს საგრანტო ხელშეკრულება „ახალგაზრდობის განვითარებისა და ჩართულობის პროექტის თაობაზე“.

2. „გრანტის შესახებ“საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ქვეპუნქტის თანახმად განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრანტის მიმღებ ორგანოდ განისაზღვროს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი            ვ. გურგენიძე