სოციალური პროგრამების ადმინისტრირების ხელშეწყობის დამატებით ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№491
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 30/07/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობ ი ს

განკარგულება№491

2008 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

სოციალური პროგრამების ადმინისტრირების ხელშეწყობის დამატებით ღონისძიებათა შესახებ

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტოს მხრიდან ტერიტორიული ერთეულების მეშვეობით მოსახლეობისათვის სოციალური პროგრამების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის, უწყვეტი რეალიზაციის, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და ადმინისტრირების ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით:

ა) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ე. შარაშიძე) კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით შესაძლოდ მოკლედ ვადაში უზრუნველყოს სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტოსათვის დანართით გათვალისწინებული უძრავი ქონების უვადო და უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემა;

ბ) ეთხოვოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, შესაძლო მოკლე ვადაში მიიღონ საჭირო ზომები დანართით გათვალისწინებული თვითმმართველი ერთეულის ქონებიდან სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტოსათვის უძრავი ქონების უსასყიდლო და უვადო უზუფრუქტის ფორმით გადასაცემად.

2. საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეგიონული მართვის საკითხებში დ. ტყეშელაშვილმა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ე. შარაშიძემ კოორდინაცია გაუწიონ ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას.

3. სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტომ უძრავი ქონების გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯების (ოფისების აზომვა, აუდიტორული, ნოტარიული მომსახურება და სხვა) გაწევა უზრუნველყოს ადმინისტრაციული ხარჯებიდან.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                              ვ. გურგენიძე

 

 დანართი

 

სააგენტოს ტერიტორიული ორგანო

მოთხოვნილი ქონების

მოთხოვნილი ფართობი კვ.მ

მისამართი

1

ვაკე-საბურთალოს რაიონული განყოფილება

268

ქ. თბილისი, მიცკევიჩის ქ. №23

2

ისანი-სამგორის რაიონული განყოფილება

350

ქ. თბილისი, კალაუბნის ქ. №18

3

გლდანი-ნაძალადევის რაიონული განყოფილება

465

ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1, I სართული

4

150

ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. №150

5

ძველი თბილისი-დიდგორის რაიონული განყოფილება

400

ქ. თბილისი, ტაბიძის ქ. №4, II-III სართული

6

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული განყოფილება

210

ქ. თბილისი, აღმაშენებლის გამზირი №140-ა

7

ფოთის საქალაქო განყოფილება

255

ქ. ფოთი, 26 მაისის ქ. №7, III სართული

8

ჩხოროწყუს რაიონული განყოფილება

180

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი, გობეჩიას ქ. №7, I სართული

9

ოზურგეთის რაიონული განყოფილება

400

ქ. ოზურგეთი, გოგებაშვივილის ქ. №2, I სართული

10

ლანჩხუთის რაიონული განყოფილება

185

ქ. ლანჩხუთი, ჟორდანიას ქ. №76, I სართული

11

რუსთავის საქალაქო განყოფილება

395

ქ. რუსთავი, ცურტაველის ქ. №5-ა, I-II სართული

12

მარნეულის რაიონული განყოფილება

200

მარნეულის მუნიციპალიტეტი, ნარიმანოვის ქ. №4

13

წალკის რაიონული განყოფილება

150

წალკის მუნიციპალიტეტი, არისტოტელეს ქ. №22

14

ქუთაისის საქალაქო განყოფილება

750

ქ. ქუთაისი, ნინოშვილის ქ. №61

15

ტყიბულის რაიონული განყოფილება

204

ტყიბულის მუნიციპალიტეტი, კარლო ლომაძის მოედანი №1

16

ახალქალაქის რაიონული განყოფილება

236.6

ახალქალაქის მუნიციპალიტეტი, თუმანიანის ქ. №34

17

ნინოწმინდის რაიონული განყოფილება

96

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი, თავისუფლების ქ. №8

18

სიღნაღის რაიონული განყოფილება

170

დაბა წნორი, ევდოშვილის ქ. №21

19

ახმეტის რაიონული განყოფილება

170

ახმეტის მუნიციპალიტეტი, ჩოლოყაშვილის ქ. №49

20

დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილება

280

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, კოსტავას ქ. №42, I სართული (მარცხენა ფლიგელი)

21

ყვარლის რაიონული განყოფილება

60

ყვარლის მუნიციპალიტეტი, ჭავჭავაძის ქ. №71, I სართული

22

საგარეჯოს რაიონული განყოფილება

250

საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, აღმაშენებლის ქ.№15,

I სართული (მარჯვენა ფლიგელი)

23

ამბროლაურის რაიონული განყოფილება

250

ქ. ამბროლაური, ბრატისლავა-რაჭის ქ. №11 (ამბროლაურის რაიონული საავადმყოფოს ტერიტორია)

24

ლენტეხის რაიონული განყოფილება

150

ლენტეხის მუნიციპალიტეტი, სტალინის ქ. №20

25

ქარელის რაიონული განყოფილება

150

ქარელის მუნიციპალიტეტი, სტალინის ქ. №24

26

კასპის რაიონული განყოფილება

288

კასპის მუნიციპალიტეტი, კოსტავას ქ. №69

27

ქობულეთის რაიონული განყოფილება

275

ქ. ქობულეთი, თავისუფლების ქ. №13

28

ქედის რაიონული განყოფილება

110

ქედის მუნიციპალიტეტი, კოსტავას ქ. №2, I სართული.