განმუხურის დასასვენებელ ბანაკსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№492
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 30/07/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობ ი ს

განკარგულება№492

2008 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

განმუხურის დასასვენებელ ბანაკსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შესახებ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის დასასვენებელ ბანაკსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით:

1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (რ. დალაქიშვილი):

ა) საკურორტო სეზონთან დაკავშირებით, შესაძლოდ მოკლე დროში განახორციელოს განმუხურის დასასვენებელ ბანაკსა და მის მიმდებარე ტერიტორიასთან ზღვის სანაპირო ზოლზე საავტომობილო გზების რეაბილიტაცია და მათ გასწვრივ ავტოსადგომების მოწყობა (შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებითა და ტექნიკური ზედამხედველობით) ,,საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „გზების მოვლა-შენახვისათვის“(ორგანიზაციული კოდი 26110102) განსაზღვრული ასიგნებებიდან;

ბ) ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ქვეპუნქტის თანახმად, სარეაბილიტაციო სამუშაოების, პროექტირებისა და ტექნიკური ზედამხედველობის (საჭიროების შემთხვევაში) შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე