სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის ჩაქვი-მახინჯაურის მონაკვეთზე საავტომობილო გვირაბის პარალელურ გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობისათვის გადაუდებელ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№494
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 30/07/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობ ი ს

განკარგულება№494

2008 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის ჩაქვი-მახინჯაურის მონაკვეთზე საავტომობილო გვირაბის პარალელურ გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობისათვის გადაუდებელ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის ჩაქვი-მახინჯაურის მონაკვეთზე საავტომობილო გვირაბის პარალელურ გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობის მიზნით:

1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა:

ა) შესაძლებლად მოკლე დროში უზრუნველყოს სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის ჩაქვი-მახინჯაურის მონაკვეთის მოქმედი გვირაბის პარალელურ გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობისათვის გადაუდებელი ღონისძიებების (განათების, ასფალტობეტონის საფარის, არსებულ საგზაო სამოსთან შეუღლებისა და სხვ.) განხორციელება ,,საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში;

ბ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განახორციელოს გვირაბებთან მისასვლელების, განათების მოწყობისა და სხვა აუცილებელი სამუშაოების, საზედამხედველო მომსახურების და აღნიშნული სამუშაოებისათვის აუცილებელი საპროექტო მომსახურებისა და სხვა შესყიდვა ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული სამუშაოების განხორციელების მიზნით მოამზადონ წინადადებები ,,საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონში კორექტირების მიზნით, ,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. 

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე