„შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 სექტემბრის №184 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№311
სარეგისტრაციო კოდი
230210000.10.003.017478
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №311

2013 წლის 29 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 სექტემბრის №184 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑20 მუხლის მე‑4 პუნქტის შესაბამისად, „შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 სექტემბრის №184 დადგენილებაში (სსმ, 2006 წელი, მუხლი 1854) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.  დადგენილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მოქმედება ოზონდამშლელი ნივთიერებების რეგულირებისა  და №2 დანართის ნაწილში („ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმის „ A“ , „ B“ , „ С“ და „E“ დანართებით განსაზღვრული ოზონდამშლელი ნივთიერებები და მათი ნარევები) შეჩერდეს 2014 წლის 5 იანვრამდე.“.

 2. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე‑5 პუნქტები:

„4. დადგენილებით დამტკიცებული №1, №3, №4 და №5 დანართებისა და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მოქმედება აღნიშნული დანართებით განსაზღვრული ნივთიერებებისა და ნარჩენების რეგულირების ნაწილში შეჩერდეს 2014 წლის 1 ივლისამდე.

5. 2014 წლის 1 ივლისამდე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მაისის №131 დადგენილებით შექმნილმა „შეზღუდულად ბრუნვადი მასალების ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის სამართლებრივი რეგულირების საკითხების შემსწავლელმა უწყებათაშორისმა კომისიამ“ უზრუნველყოს ამ დადგენილებით განსაზღვრული საიდენტიფიკაციო კოდების ჰარმონიზება „საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციით განსაზღვრულ კოდებთან.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების (შემდგომში - დებულება) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „4. ოზონდამშლელი ნივთიერება – „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმის A, B, C და E დანართებით და ამ დადგენილების №2 დანართით განსაზღვრული და რეგულირებადი ნივთიერება, რომელიც არსებობს დამოუკიდებელი სახით ან ნარევში.“.

 4. დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 3. ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო

1. შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის (შემდგომში ‑ ნებართვა) გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო (შემდგომში ‑ სამინისტრო).

2. შეზღუდულად ბრუნვადი მასალების ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის შემთხვევაში (გარდა ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტისა) ნებართვა ასევე შეიძლება გასცეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – შემოსავლების სამსახურმა. ამ შემთხვევაში ნებართვის გაცემისათვის განაცხადი და ყველა საჭირო დოკუმენტაცია შეიძლება წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით. ნებართვის აღება შესაძლებელი უნდა იყოს ნებისმიერ საბაჟო გამშვებ პუნქტში.“.

5. დებულების მე-4 მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. იმ შემთხვევაში, თუ შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოება მოითხოვს მშენებლობის ნებართვას, იგი გაიცემა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებისა და „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

 4. შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების (ნარჩენის გარდა), ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით ნებართვის გამცემის მიერ დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მონაწილეობენ სხვა ადმინისტრაციული ორგანოს სახით „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პროცედურების შესაბამისად.

5. დადგენილების №2 დანართით განსაზღვრული ნივთიერებებისათვის ნებართვა გაიცემა მხოლოდ კვოტირებული ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტზე, ექსპორტზე, რეექსპორტსა და ტრანზიტზე.“.

6. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:

 „მუხლი 41. ოზონდამშლელი ნივთიერებების კვოტირების წესი

 1. ოზონდამშლელი ნივთიერებისათვის, რომელთა მოხმარებაც „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმის შესაბამისად ექვემდებარება ეტაპობრივ შემცირებას და საბოლოოდ ხმარებიდან ამოღებას, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის (შემდგომში ‑ მინისტრი) ბრძანებით ყოველი წლის 5 იანვრამდე მტკიცდება საიმპორტო კვოტა. კვოტის ფარგლებში განსაზღვრული ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტისათვის განცხადებები სამინისტროს მიერ მიიღება კვოტის დამტკიცებიდან არა უგვიანეს 30 დღისა.

2. ამ დადგენილების №2 დანართით განსაზღვრული E დანართის ნივთიერების საკარანტინო და გადაზიდვის წინა მოხმარება კვოტით არ იზღუდება.

3. ოზონდამშლელი ნივთიერებების წლიური კვოტა წარმოადგენს აღნიშნული ნივთიერებების თითოეული ჯგუფისათვის დადგენილი წლიური ჯამური იმპორტის რაოდენობას გამოხატულს მეტრიკულ ტონებში.

4. იმ შემთხვევაში, თუ კვოტირებას დაქვემდებარებული ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტისათვის ნებართვის მისაღებად წარდგენილი განცხადებებით მოთხოვნილი ოზონდამშლელი ნივთიერებების რაოდენობა აღემატება წლიურ კვოტას, ნებართვის მიღებით დაინტერესებულ პირებზე წლიური კვოტა ნაწილდება თანაბარწილად წარმოდგენილი განცხადებების რაოდენობის შესაბამისად. თუ თანაბარწილად განაწილების შედეგად განმცხადებელს შეხვდება მის მიერ განცხადებით მოთხოვნილ საიმპორტო რაოდენობაზე მეტი, აღნიშნული რაოდენობა თანაბარწილად ნაწილდება ნებართვის მიღებით დაინტერესებულ დანარჩენ პირებზე.

5. ნებართვის მოქმედების ვადის გასვლისას აუთვისებელი (გამოუყენებელი) კვოტა გაუქმებულად ითვლება.“.

7. დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად ნებართვის გამცემს წარუდგენს წერილობით განცხადებას. ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით დადგენილი წესით.“.

8. დებულების მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

 „3. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული საბუთების და ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბუთების გარდა, ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტისათვის ნებართვის მისაღებად წარსადგენ განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) ტვირთის რაოდენობა (წონა), დასახელება, შემადგენლობა და ფიზიკური აღწერა;

ბ) ჰარმონიზებული სისტემის (HS) კოდი;

გ) ოზონდამშლელი ნივთიერების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის მიზანი.“.

9. დებულების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. სანებართვო მოწმობის ფორმა

 შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის სანებართვო მოწმობის ფორმა ოზონდამშლელი ნივთიერებებისა და მათი ნარევებისათვის (დანართი №2) განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით, ხოლო შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების (ნარჩენების გარდა), ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის სანებართვო მოწმობის ფორმა №1, №3, №4 და №5 დანართებით განსაზღვრული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარჩენებისათვის ‑ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

10. დებულების მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:

„4. ნებართვის მოქმედების ვადა ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტისათვის განისაზღვრება მისი გაცემიდან იმავე კალენდარული წლის 31 დეკემბრამდე.

5. ნებართვის მოქმედების ვადა ოზონდამშლელი ნივთიერებების ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტისათვის განისაზღვრება ერთი წლით ნებართვის გაცემის დღიდან.“.

11. დებულების მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 11. ნებართვის მფლობელის უფლებები, ვალდებულებები, სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი

1. ოზონდამშლელი ნივთიერებებისათვის გაცემული ნებართვის მფლობელს უფლება აქვს ერთი ნებართვის მოქმედების პერიოდში და ნებართვით განსაზღვრული წლიური კვოტის ფარგლებში განახორციელოს იმპორტი ერთჯერ ან რამდენიმეჯერ.

2. ოზონდამშლელი ნივთიერებებისათვის გაცემული ნებართვის მფლობელი ვალდებულია:

ა) ოზონდამშლელი ნივთიერებების  იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის განხორციელებამდე ნებართვის გამცემ ორგანოში წარადგინოს: პროდუქციის წარმოშობის სერტიფიკატი; ტვირთის რაოდენობა (წონა), დასახელება, შემადგენლობა და ფიზიკური აღწერა; ჰარმონიზებული სისტემის (HS) კოდი; ოზონდამშლელი ნივთიერების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის მიზანი; ექსპორტიორის, გადამზიდავის, იმპორტიორის და მწარმოებლის დასახელება, იურიდიული მისამართი და ტელეფონი;

ბ) იმპორტი განახორციელოს ნებართვით დადგენილი წლიური კვოტის ფარგლებში;

გ) იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის განხორციელებისას სსიპ ‑ შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს შესაბამისი სანებართვო მოწმობა.

3. სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს ნებართვის გამცემი ორგანო.

4. სანებართვო პირობების შესრულების კონტროლისა და ნებართვის გაუქმების წესი განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.“.

12. დებულების მე-2 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

დანართი №2

 

„ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმის A, B, C და E დანართებით განსაზღვრული  ოზონდამშლელი

ნივთიერებები და მათი ნარევები

(A და B დანართები)

   სისტემატური დასახელება

  ქიმიური

 ფორმულა

 დასახელება მონრეალის ოქმის მიხედვით (ინგლისურ ენაზე)

საიმპორტო კოდი ჰარმონიზებული

    სისტემით

გადაწყვეტილება

 

 

 

 

 

1. ტრიქლორფტორმეთანი

CFCl3

    CFC-11

2903 77

აკრძალული

2. დიქლორდიფტორმეთანი

       CF2Cl2

    CFC-12

2903 77

აკრძალული

3. ტრიქლორტრიფტორეთანი

       C2F3Cl3

   CFC-113

2903 77

აკრძალული

4. დიქლორტეტრაფტორეთანი

       C2F4Cl2

  CFC-114

2903 77

აკრძალული

5. ქლორპენტაფტორეთანი

       C2F5Cl

   CFC-115

2903 77

აკრძალული

6. ქლორბრომდიფტორმეთანი

       CBrClF2

  Halon-1211

2903 76

აკრძალული

7. ბრომტრიფტორმეთანი

CBrF3

 Halon-1301

2903 76

აკრძალული

8. დიბრომტეტრაფტორეთანი

       C2Br2F4

 Halon-2402

2903 76

აკრძალული

9. ქლორტრიფტორმეთანი

CF3Cl

  CFC-13

2903 77

აკრძალული

10. პენტაქლორფტორეთანი

       C2FCl5

 CFC-111

2903 77

აკრძალული

11. ტეტრაქლორდიფტორეთანი

       C2F2Cl4

  CFC-112

2903 77

აკრძალული

12. ჰეპტაქლორფტორპროპანი

       C3FCl7

  CFC-211

2903 77

აკრძალული

13.ჰექსაქლორდიფტორპროპანი

       C3F2Cl6

 CFC-212

2903 77

აკრძალული

14.

პენტაქლორტრიფტორპროპანი

       C3F3Cl5

 CFC-213

2903 77

აკრძალული

15. ტეტრაქლორტეტრაფ-

ტორპროპანი

       C3F4Cl4

  CFC-214

2903 77

აკრძალული

16.

ტრიქლორპენტაფტორპროპანი

       C3F5Cl3

 CFC-215

2903 77

აკრძალული

17. იქლორჰექსაფტორპროპანი

       C3F6Cl2

  CFC-216

2903 77

აკრძალული

18. ქლორჰეპტაფტორპროპანი

 C3F7Cl

 CFC-217

2903 77

აკრძალული

19. ტეტრაქლორმეთანი

CCl4

 CTC

2903 14

აკრძალული

20. 1,1,1-ტრიქლორეთანი

       C2H3CI3

 TCA, MCF

2903 19

აკრძალული

 

(C დანართი)

 

   სისტემატური დასახელება

   ქიმიური

   ფორმულა

დასახელება მონრეალის ოქმის მიხედვით (ინგლისურ ენაზე)

საიმპორტო კოდი ჰარმონიზებული

    სისტემით

გადაწყვეტილება

1. დიქლორფტორმეთანი

CHFCl2

HCFC-21

2903 79

  აკრძალული

2. წყალბადქლორფტორნახშირბადი

CHF2Cl

HCFC-22

2903   71

კვოტირებული

3. ქლორფტორმეთანი

CH2FCl

HCFC-31

2903   79

აკრძალული

4. ტეტრაქლორფტორეთანები

C2HFCl4

HCFC-121(3)

2903   79

აკრძალული

5. ტრიქლორდიფტორეთანები

C2HF2Cl3

HCFC-122(3)

2903   79

აკრძალული

6. დიქლორტრიფთროეთანები

C2HF3Cl2

HCFC-123

2903   72

აკრძალული

7. 2,2-დიქლორ-1,1,1-ტრიფტორეთანი

CHCl2CF3

HCFC-123

2903   79

აკრძალული

8. ქლორტეტრაფტორეთანები

C2HF4Cl

HCFC-124

2903   79

აკრძალული

9. 2-ქლორ-1,1,1,2-ტეტრაფტორეთანი

CHFClCF3

HCFC-124(3)

2903   79

აკრძალული

10. ტრიქლორფტორეთანები

C2H2FCl3

HCFC-131

2903   79

აკრძალული

11. დიქლორდიფტორეთანები

C2H2F2Cl2

HCFC-132

2903   79

აკრძალული

12. ქლორტრიფტორეთანები

C2H2F3Cl

HCFC-133

2903   79

აკრძალული

13. დიქლორფტორეთანები

C2H3FCl2

HCFC-141

2903   73

აკრძალული

14. 1,1-დიქლორ-1-ფტორეთანი

CH3CFCl2

HCFC-141b(3)

2903   73

აკრძალული

15. ქლორდიფტორეთანები

C2H3F2Cl

HCFC-142

2903   74

კვოტირებული

16. 1-ქლორ-1,1-დიფტორეთანი

CH3CF2Cl

HCFC-142b

2903   74

კვოტირებული

17. ქლორფტორეთანები

C2H4FCl

HCFC-151

2903   79

აკრძალული

18. ჰექსაქლორფტორპროპანები

C3HFCl6

HCFC-221

2903   79

აკრძალული

19. პენტაქლორდიფტორპროპანები

C3HF2Cl5

HCFC-222

2903   79

აკრძალული

20. ტეტრაქლორტრიფტორპროპანები

C3HF3Cl4

HCFC-223

2903   79

აკრძალული

21. ტრიქლორტეტრაფტორპროპანები

C3HF4Cl3

HCFC-224

2903   79

აკრძალული

22. დიქლორპენტაფტორპროპანები

C3HF5Cl2

HCFC-225

2903   75

აკრძალული

23. 1,1-დიქლორ-2,2,3,3,3-

პენტაფტორპროპანი

CF3CF2CHCl2

HCFC-225ca(3)

2903   75

აკრძალული

24. 1,3-დიქლორ-1,2,2,3,3-

პენტაფტორპროპანი

CF2ClCF2CHClF

HCFC-225cb(3)

2903   75

აკრძალული

25. ქლორჰექსაფტორპროპანები

C3HF6Cl

HCFC-226

2903   79

აკრძალული

26. პენტაქლორფტორპროპანები

C3H2FCl5

HCFC-231

2903   79

აკრძალული

27. ტეტრაქლორდიფტორპროპანები

C3H2F2Cl4

HCFC-232

2903   79

აკრძალული

28. ტრიქლორტრიფტორპროპანები

C3H2F3Cl3

HCFC-233

2903   79

აკრძალული

29. დიქლორტეტრაფტორ პროპანები

C3H2F4Cl2

HCFC-234

2903   79

აკრძალული

30. ქლორპენტაფტორპროპანები

C3H2F5Cl

HCFC-235

2903   79

აკრძალული

31. ტეტრაქლროფტორპროპანები

C3H3FCl4

HCFC-241

2903   79

აკრძალული

32. ტრიქლორდიფტორპროპანები

C3H3F2 Cl3

HCFC-242

2903   79

აკრძალული

33. დიქლორტრიფტორპროპანები

C3H3F3 Cl2

HCFC-243

2903   79

აკრძალული

34. ქლორტეტრაფტორპროპანები

C3H3F4 Cl

HCFC-244

2903   79

აკრძალული

35. ტრიქლორტეტრაფტორპროპანები

C3H4F Cl3

HCFC-251

2903   79

აკრძალული

36. დიქლორდიფტორპროპანები

C3H4F2 Cl2

HCFC-252

2903   79

აკრძალული

37. ქლორტრიფტორპროპანები

C3H4FCl

HCFC-253

2903   79

აკრძალული

38. დიქლორფტორპროპანები

C3H5F Cl2

HCFC-261

2903   79

აკრძალული

39. ქლორდიფტორპროპანები

C3H5F2 Cl

HCFC-262

2903   79

აკრძალული

40. ქლორფტორპროპანები

C3H6F Cl

HCFC-271

2903   79

აკრძალული

41. დიბრომფტორმეთანი

CHFBr2

 

2903   79

აკრძალული

42. ბრომოდიფტორომეთანი

CHF2Br

HBFC-22B1

2903   79

აკრძალული

43. ფტორბრომმეთანი

CH2FBr

 

2903   79

აკრძალული

44. ტეტრაბრომფტორმეთანი

C2HFBr4

 

2903   79

აკრძალული

45. ტეტრაბრომდიფტორეთანი

C2HF2Br3

 

2903   79

აკრძალული

46. დიბრომტრიფტორეთანი

C2HF3Br2

 

2903   79

აკრძალული

47. ტეტრაფტორბრომეთანი

C2HF4Br

 

2903   79

აკრძალული

48. ტეტრაბრომფტორეთანი

C2H2FBr3

 

2903   79

აკრძალული

49. დიბრომდიფტორეთანი

C2H2F2Br2

 

2903   79

აკრძალული

50. ტრიფტორბრომეთანი

C2H2F3Br

 

2903   79

აკრძალული

51. დიბრომფტორეთანი

C2H3FBr2

 

2903   79

აკრძალული

52. ბრომდიფტორეთანი

C2H3F2Br

 

2903   79

აკრძალული

53. ბრომფტორეთანი

C2H4FBr

 

2903   79

აკრძალული

54. ჰექსაბრომფტორპროპანი

C3HFBr6

 

2903   79

აკრძალული

55. პენტაბრომდიფტორპროპანი

C3HF2Br5

 

2903   79

აკრძალული

56. ტეტრაბრომტრიფტორპროპანი

C3HF3Br4

 

2903   79

აკრძალული

57. ტრიბრომტეტრაფტორპროპანი

C3HF4Br3

 

2903   79

აკრძალული

58. დიბრომპენტაფტორპროპანი

C3HF5Br2

 

2903   79

აკრძალული

59. ჰექსაფტორბრომპროპანი

C3HF6Br

 

2903   79

აკრძალული

60. პენტაბრომფტორპროპანი

C3H2FBr5

 

2903   79

აკრძალული

61. ტეტრაბრომდიფტორპროპანი

C3H2F2Br4

 

2903   79

აკრძალული

62. ტრიბრომტრიფტორპროპანი

C3H2F3Br3

 

2903   79

აკრძალული

63. დიბრომტეტრაფტორპროპანი

C3H2F4Br2

 

2903   79

აკრძალული

64. პენტაფტორბრომპროპანი

C3H2F5Br

 

2903   79

აკრძალული

65. ტეტრაბრომფტორპროპანი

C3H3FBr4

 

2903   79

აკრძალული

66. ტრიბრომდიფტორპროპანი

C3H3F2Br3

 

2903   79

აკრძალული

67. დიბრომტრიფტორპროპანი

C3H3F3Br2

 

2903   79

აკრძალული

68. ტეტრაფტორბრომპროპანი

C3H3F4Br

 

2903   79

აკრძალული

69. ტრიბრომფტორპროპანი

C3H4FBr3

 

2903   79

აკრძალული

70. დიბრომდიფტორპროპანი

C3H4F2Br2

 

2903   79

აკრძალული

71. ტრიფტორბრომპროპანი

C3H4F3Br

 

2903   79

აკრძალული

72. დიბრომფტორპროპანი

C3H5FBr2

 

2903   79

აკრძალული

73. დიფტორბრომპროპანი

C3H5F2Br

 

2903   79

აკრძალული

74. ბრომფტორპროპანი

C3H6FBr

 

2903   79

აკრძალული

75. ბრომქლორმეთანი

CH2BrCl

 

2903 79

აკრძალული

 

(E დანართი)

   სისტემატური დასახელება

   ქიმიური

   ფორმულა

დასახელება მონრეალის ოქმის მიხედვით (ინგლისურ ენაზე)

საიმპორტო კოდი ჰარმონიზებული

    სისტემით

გადაწყვეტილება

მეთილბრომიდი           

CH3Br

 

2903 39 11

კვოტირებული.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2013 წლის პირველი დეკემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი