საქართველოს მთავრობის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№34
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 17/01/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №34

2008 წლის 17 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების თაობაზე

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის „სუვერენული რეიტინგი და საგარეო ვალის მართვა და რეფინანსირება“ორგანიზაციული კოდით (25 03) გათვალისწინებულ ღონისძიებათა შეუფერხებელი განხორციელებისათვის შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                     ვ. გურგენიძე