„საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული ბინების რეაბილიტაციის მიზნით გორის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 19 მარტის №204 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№525
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 24/07/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №525

2009 წლის 24 ივლისი

ქ. თბილისი

„საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული ბინების რეაბილიტაციის მიზნით გორის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 19 მარტის №204 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული ბინების რეაბილიტაციის მიზნით გორის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2009 წლის 19 მარტის №204 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული ბინების რეაბილიტაციის მიზნით „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გორის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 2 200 000 (ორი მილიონ ორასი ათასი) ლარი.“.

 

პრემიერ-მინისტრი            ნიკა გილაური