საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№527
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 24/07/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №527

2009 წლის 24 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე

2009 წლის 17-23 აგვისტოს დანიის სამეფოს ქალაქ ოდენში „სოციალურად გარიყულთა თამაშები _ 2009” სპორტულ ღონისძიებაში საქართველოს გუნდ „საქართველოს იუნიონისტების” მონაწილეობის მისაღებად საჭირო ღონისძიებათა დაფინანსების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოუყოს 7 361 (შვიდი ათას სამას სამოცდაერთი) ევროს ეკვივალენტი ლარი.

 პრემიერ-მინისტრი           ნიკა გილაური