სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№586
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 08/09/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობ ი ს

განკარგულება№586

2008 წლის 8 სექტემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის წესის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 თებერვლის №26 დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში გადაეცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული  უძრავი ქონება დანართის მიხედვით.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ე. შარაშიძე) განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე

     დანართი

       აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში  გადასაცემი უძრავი სახელმწიფო ქონების ნუსხა

 

დასახელება

მისამართი

შენობა-ნაგებობის ფართობი, კვ.მ

მიწის ფართ ობი, კვ.მ

მიწის

(უძრავი ქონების) სარეგისტრაციო

1

მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა

ქ. ბათუმი,

შ. ხიმშიაშვილის ქ.

№13, 15, 17, 21, 23, 25-ის მიმდებარედ

 

1856

 

12 124

 

05.24.04.002

2

მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები

 

ქ. ბათუმი,

ფიროსმანის ქ. №14

7 263,24

11 797,15

 

05.04.05.028

3

მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა

 

ქ. ბათუმი,

ფიროსმანის ქ. №14

125,24

16 263,35

 

05.04.05.029

4

არასაცხოვრებელი ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი

ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის ქ.

№72ა

288

წილობ-რივად დამაგრე-ბული მიწა

 

05.06.02.031