ზემო აფხაზეთში ომარიშარისა და საკენის ჰიდროელექტროსადგურების ფუნქციონირების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№107
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 08/03/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №107

2008 წლის 8 მარტი

ქ. თბილისი

ზემო აფხაზეთში ომარიშარისა და საკენის ჰიდროელექტროსადგურების ფუნქციონირების შესახებ

1. ზემო აფხაზეთში, დალი-კოდორის ხეობაში არსებული ომარიშარისა და საკენის ჰიდროელექტროსადგურების და ამავე ტერიტორიაზე განთავსებული 10 კვ. და 0,4 კვ. ელექტროგადამცემი ხაზების განსაკუთრებული და სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და 201 მუხლის შესაბამისად ეთხოვოს აჟარის (ზემო აფხაზეთი) მუნიციპალიტეტის გამგეობას უზრუნველყოს გამარტივებული წესით ზემოაღნიშნული ობიექტების მშენებლობის პროექტის (სამშენებლო დოკუმენტაცია) შეთანხმება და მათი საექსპლუატაციოდ მიღება.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ე. შარაშიძე) და სსიპ – საწარმოთა მართვის სააგენტომ პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დასრულებისთანავე უზრუნველყონ ზემო აფხაზეთში, დალი-კოდორის ხეობაში არსებული ომარიშარისა და საკენის ჰიდროელექტროსადგურების და ამავე ტერიტორიაზე განთავსებული 10 კვ. და 0,4 კვ. ელექტროგადამცემი ხაზების კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით არსებული შპს „მრამბაჰესის“ საწესდებო კაპიტალში შესატანად სათანადო ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი            ვ. გურგენიძე