საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული და სპორტული დაწესებულებების რესტავრაცია-მშენებლობისა და ეკოლოგიური და სოციალური პროექტების განხორციელების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№622
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 21/08/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №622

2009 წლის 21 აგვისტო

ქ. თბილისი

საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული და სპორტული დაწესებულებების რესტავრაცია-მშენებლობისა და ეკოლოგიური და სოციალური პროექტების განხორციელების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ

1. საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული და სპორტული დაწესებულებების რესტავრაცია-მშენებლობისა და ეკოლოგიური და სოციალური პროექტების განხორციელების მიზნით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო  დაწესებულებამ – სატყეო დეპარტამენტმა უზრუნველყოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული ადიგენის სატყეო უბნის № 4-3-1 სარეინჯეროში (ყოფილი კეხოვანის სატყეო) 8000 მ3 სამასალე მერქნის მისაღებად გამოყოფილი ტყეკაფების შეთანხმება და დამაგრება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ტყითმოსარგებლეზე.

2. განკარგულების შესაბამისად 8000 მ3 სამასალე მერქნის დამზადების შედეგად მიღებული საშეშე მერქანი ტყითმოსარგებლემ გადასცეს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოსახლეობის სოციალურ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად.

3. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ ამ განკარგულებით გათვალისწინებული ტყეკაფის გამოყოფისა და ხეტყის დამზადების სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს ტყითმოსარგებლე.

        

პრემიერ-მინისტრი                      ნიკა გილაური