საქართველოს მთავრობის მიერ „სახელმწიფო ვალის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენისა და ამ კანონპროექტზე ი. ღვალაძის მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№649
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 04/09/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №649

2009 წლის 4 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის მიერ „სახელმწიფო ვალის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენისა და ამ კანონპროექტზე ი. ღვალაძის მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლისა და „საპარლამენტო მდივნის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-8 პუნქტის გათვალისწინებით:

 1. მოწონებულ იქნეს „სახელმწიფო ვალის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტი და საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარედგინოს საქართველოს პარლამენტს.

 2. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტს, საქრთველოს მთავრობის მიერ წარდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ვალის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე” განიხილოს რიგგარეშე.

3. საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილ „სახელმწიფო ვალის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ღვალაძე.

 

პრემიერ-მინისტრი            ნიკა გილაური