,,ცისფერი გალერეის სარეაბილიტაციო ღონისძიებების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის №291 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№658
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 10/09/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

  საქართველოს მთავრობის

განკარგულება №658

2009 წლის 10 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,ცისფერი გალერეის სარეაბილიტაციო ღონისძიებების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის№291 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად ,,ცისფერი გალერეის სარეაბილიტაციო ღონისძიებების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის № 291 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და იგი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ასიგნებათა ფარგლებში ცისფერი გალერეის სარეაბილიტაციო სამუშაოების შეზღუდულ ვადებში შესრულების მიზნით სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით 2009-2010 წლების განმავლობაში.”.

 

პრემიერ-მინისტრი         ნიკა გილაური