თავი V — კულტურული მემკვიდრეობის აღრიცხვა, კლასიფიკაცია, მისთვის სტატუსის მინიჭება და მოხსნა
1. კულტურული მემკვიდრეობის უძრავი და მოძრავი ობიექტების აღრიცხვისა და იდენტიფიკაციის მიზნით იქმნება ძეგლების სახელმწიფო რეესტრი, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სია, სააღრიცხვო ბარათი და ძეგლის პასპორტი. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების აღრიცხვისა და იდენტიფიკაციის მიზნით იქმნება არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სია და სახელმწიფო რეესტრი.
2. ძეგლების სახელმწიფო რეესტრსა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიას აწარმოებს სამინისტრო.
3. სააღრიცხვო ბარათი არის ძეგლის ან კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანილი ობიექტის იდენტიფიკაციისათვის აუცილებელი ზოგადი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტი.
4. კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის ძეგლების სახელმწიფო რეესტრში შეტანის შემდეგ სამინისტრო უფლებამოსილია შეადგინოს ძეგლის პასპორტი. ძეგლის პასპორტი არის მინისტრის სამართლებრივი აქტით დამტკიცებული დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ძეგლთან დაკავშირებულ სამეცნიერო-კვლევით ინფორმაციას.
5. ახალი ცნობების მოკვლევის ან გარემოებათა ცვლილების შემთხვევაში სააღრიცხვო დოკუმენტაცია განახლდება.
6. სააღრიცხვო დოკუმენტაციის ფორმები და მათი შევსების წესი განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.
საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი №528 - სსმ I, № 34, 04.12.2008წ., მუხ.212
საქართველოს 2010 წლის 26ოქტომბრის კანონი №3740 - სსმ I, №62, 05.11.2010 წ., მუხ.3
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 08.05.2007).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.03.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 16. კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების სახელმწიფო აღრიცხვა და სააღრიცხვო დოკუმენტაცია 1. კულტურული მემკვიდრეობის უძრავი და მოძრავი ობიექტების აღრიცხვისა და იდენტიფიკაციის მიზნით იქმნება ძეგლების სახელმწიფო რეესტრი, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სია, სააღრიცხვო ბარათი და ძეგლის პასპორტი. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების აღრიცხვისა და იდენტიფიკაციის მიზნით იქმნება არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სია და სახელმწიფო რეესტრი. 2. ძეგლების სახელმწიფო რეესტრსა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიას აწარმოებს სამინისტრო. 3. სააღრიცხვო ბარათი არის ძეგლის ან კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანილი ობიექტის იდენტიფიკაციისათვის აუცილებელი ზოგადი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტი. 4. კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის ძეგლების სახელმწიფო რეესტრში შეტანის შემდეგ სამინისტრო უფლებამოსილია შეადგინოს ძეგლის პასპორტი. ძეგლის პასპორტი არის მინისტრის სამართლებრივი აქტით დამტკიცებული დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ძეგლთან დაკავშირებულ სამეცნიერო-კვლევით ინფორმაციას. 5. ახალი ცნობების მოკვლევის ან გარემოებათა ცვლილების შემთხვევაში სააღრიცხვო დოკუმენტაცია განახლდება. 6. სააღრიცხვო დოკუმენტაციის ფორმები და მათი შევსების წესი განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით. საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი №528 - სსმ I, №34,№ 04.12.200834, წ.,04.12.2008წ., მუხ.212 საქართველოს 2010 წლის 26ოქტომბრის კანონი №3740 - სსმ I, №62, 05.11.2010 წ., მუხ.380მუხ.3
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-880(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.05.2026
სააპელაციო პალატამ არ გაიზარა მოპასუხის მოსაზრებები და „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტისა და მინისტრის 2007 წლის №3/175 ბრძანების საფუძველზე განმარტა, რომ სააღრიცხვო ბარათი იყო…
- საქმე №ბს-694(3კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.12.2025
საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სააღრიცხვო ბარათი არის ძეგლის ან კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანილი ობიექტის იდენტიფიკაციისათვის აუცილებელი ზოგადი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტი.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.12.2024.
გამოქვეყნება: სსმ, 18, 22/05/2007.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება