,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტესტირების, სერტიფიკაციის ცენტრის შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 24 ივლისის N23 დადგენილებასა და ამ დადგენილებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტესტირების, სერტიფიკაციის ცენტრის დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№31
სარეგისტრაციო კოდი
040030000.32.057.016148
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №31

2013 წლის 6 დეკემბერი

ქ. ბათუმი

 

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტესტირების, სერტიფიკაციის ცენტრის შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 24 ივლისის №23 დადგენილებასა და ამ დადგენილებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტესტირების, სერტიფიკაციის ცენტრის დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად:

1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  ტესტირების,  სერტიფიკაციის ცენტრის შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 24 ივლისის №23 დადგენილებასა (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, 31/07/2012, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.32.057.016092) და ამ დადგენილებით დამტკიცებულ  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტესტირების, სერტიფიკაციის ცენტრის დებულებაში შეტანილ  იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის  შექმნის შესახებ“;

ბ) დადგენილების პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   ,,1. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია და მის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრი.

   2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის თანდართული დებულება.

   3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის   მოსამსახურეთა რიცხოვნობა განისაზღვროს 20 (ოცი) საშტატო ერთეულით.

   4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის   სახელმწიფო კონტროლი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და თანდართული დებულების შესაბამისად განახორციელოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ.

   5. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრი, მისი დებულებით ცენტრის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებში, წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის უფლებამონაცვლეს.“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის    დებულება“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   ,,1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი –  ლაბორატორიული კვლევითი ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) არის ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში.“;

ე) დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     ,,მუხლი 2. ცენტრის ამოცანები და ფუნქციები

     ცენტრის საქმიანობის სფეროში შედის:

  ა) სასმელი წყლის, ზედაპირული წყლის, ჩამდინარე წყლის, ზღვის წყლის, აუზების, წყალსატევების წყლის, მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების და ნედლეულის  (ხორცისა და ხორცის პროდუქტების, რძისა და რძის პროდუქტების, კონსერვების, ალკოჰოლიანი, მცირედ ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების, მარცვლეულის და სხვა) ნიმუშების/სინჯების ორგანოლეპტიკური, ქიმიური, ფიზიკური, ტოქსიკოლოგიური, ბაქტერიოლოგიური, ვირუსოლოგიური, სეროლოგიური, პარაზი-ტოლოგიური,  ვეტერინარიულ-სანიტარიული, რადიომეტრიული და სპექტრომეტრული გამოკვლევები ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციების შესაბამისად;

   ბ) კომპეტენტური ორგანოს/პირის მომართვის საფუძველზე ადამიანებისა და ცხოველებისათვის საერთო საშიში (ზოო-ანთროპონოზური) დაავადებების გამოვლენისას პათოლოგიური  მასალის გამოკვლევები; 

    გ) მცენარეთა საკარანტინო და  სხვა მავნე ორგანიზმების გამოკვლევა;

   დ) ნიადაგის ფიზიკო-ქიმიური,  ტოქსიკოლოგიური, ბაქტერიოლოგიური, პარაზიტოლოგიური,  რადიომეტრიული გამოკვლევები და ნაყოფიერების მაჩვენებლების დადგენა;

  ე) აგროქიმიკატებსა და შხამქიმიკატებში  მოქმედი ნივთიერებების შემცველობის განსაზღვრა ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად;

  ვ) დასახლებული და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების ატმოსფერულ ჰაერში, საწარმოს სამუშაო ზონაში, საცხოვრებელ ბინებსა და სხვა სათავსოების ჰაერში აეროდინამიური,  ფიზიკო-ქიმიური,  ტოქსიკოლოგიური, ბაქტერიოლოგიური და რადიომეტრიული გამოკვლევები;

  ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.“.

ვ) დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    ,,ბ) მისცეს მითითებები და რეკომენდაციები ფიზიკურ და იურიდიულ პირებს;“.

ზ) დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,დ) კომპეტენციის ფარგლებში განმცხადებლისაგან მოითხოვოს აუცილებელი მასალები და მონაცემები; სხვა ორგანიზაციებიდან ტესტირების (საგამოცდო) სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად მოიწვიოს კომპეტენტური სპეციალისტები;“.

თ) დებულების მე-3 მუხლის, მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    ,,2. ცენტრის მოვალეობებია:

    ა) შეასრულოს ამ დებულებით დაკისრებული ფუნქციები და განახორციელოს მინიჭებული უფლებამოსილებანი;

  ბ) უზრუნველყოს ლაბორატორიული კვლევების ობიექტურობა, სიზუსტე და გამჭვირ ვალობა;

    გ)  დაიცვას ლაბორატორიული კვლევების ჩატარების დადგენილი ვადები;

  დ) ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე გასცეს ლაბორატორიული კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტი - გამოცდის ოქმი;

  ე) ითანამშრომლოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან, საზოგადოებრივ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;

   ვ) მიაწოდოს ინფორმაცია დაინტერესებულ ორგანოებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს კანონმდებლობის დადგენილი წესით;

    ზ) მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია (ანგარიშები) სამინისტროსა და მთავრობას თავისი საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ.“.

ი) დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     ,,1. ცენტრის სტრუქტურული ერთეულებია:

   ა) ადმინისტრაციულ-ეკონომიკური განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციაა ცენტრის საქმიანობისათვის საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა, ცენტრში შემოსული და გასული კორესპონდენციების რეგისტრაცია და მათი შესრულების კონტროლი, ცენტრის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება. ცენტრის საქმიანობის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განხორციელება და საფინანსო უზრუნველყოფა, სახელმწიფო შესყიდვებისათვის საჭირო პროცედურების უზრუნველყოფა. ცენტრის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვისა და მოვლა-შენახვის ორგანიზება; ხარისხის უზრუნველყოფის სფეროში პოლიტიკის წარმართვა; ცენტრის აკრედიტაციასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება;

  ბ) ტესტირების (საგამოცდო) ლაბორატორია, რომლის ძირითადი ფუნქციაა: საანალიზო მასალის მიღება, რეგისტრაცია და შესაბამისი კვლევების ჩატარება. ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგების გაცემა, დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად საანალიზო მასალის აღება და ტრანსპორტირება; ცენტრში შემოსული სასმელი წყლის, ზედაპირული წყლის, ჩამდინარე წყლის, ზღვის წყლის, აუზების, წყალსატევების წყლის, მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების და ნედლეულის (ხორცისა და ხორცის პროდუქტების, რძისა და რძის პროდუქტების, კონსერვების, ალკოჰოლიანი, მცირედ ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების, მარცვლეულის და სხვა) ნიმუშების/სინჯების ორგანოლეპტიკური, ქიმიური, ფიზიკური, ტოქსიკოლოგიური, ბაქტერიოლოგიური, ვირუსოლოგიური, სეროლოგიური, პარაზი-ტოლოგიური,  ვეტერინარიულ-სანიტარიული, რადიომეტრიული და სპექტრომეტრული გამოკვლევები ნორმატიულ - ტექნიკური დოკუმენტაციების შესაბამისად; ადამიანებისა და ცხოველებისათვის საერთო საშიში (ზოოანთროპონოზური) დაავადებების გამოვლენისას პათოლოგიური  მასალის გამოკვლევები;   ნიადაგის  ფიზიკო-ქიმიური,  ტოქსიკოლოგიური, ბაქტერიოლოგიური, პარაზიტოლოგიური,  რადიომეტრიული გამოკვლევები და ნაყოფიერების მაჩვენებლების დადგენა; აგროქიმიკატებსა და შხამქიმიკატებში მოქმედი ნივთიერებების შემცველობის განსაზღვრა ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად; დასახლებული და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების ატმოსფერულ ჰაერში, საწარმოს სამუშაო ზონაში, საცხოვრებელ ბინებში და სხვა სათავსოების ჰაერში აეროდინამიური,  ფიზიკო-ქიმიური,  ტოქსიკოლოგიური, ბაქტერიოლოგიური და რადიომეტრიული გამოკვლევები; ტესტირების (საგამოცდო) ლაბორატორიას გააჩნია თავისი ფუნქციური ბეჭედი, რომელიც გამოიყენება გამოცდის ოქმის ხელწერით დამოწმებისას;

   გ) ფიტოსანიტარული დიაგნოსტიკის განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციაა საანალიზო მასალის მიღება, შიდა რეგისტრაცია, მცენარეთა საკარანტინო და მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკა.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეარჩილ ხაბაძე