ბიზნეს-სამეცნიერო ფორუმის გამართვის უზრუნველყოფის მიზნით უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№718
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 30/09/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №718

2009 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

ბიზნეს-სამეცნიერო ფორუმის გამართვის უზრუნველყოფის მიზნით უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე

1. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ დაგეგმილი ბიზნეს-სამეცნიერო ფორუმის გამართვის უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნას უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:  

  იულონ გაგოშიძე

-

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი

ზვიად არჩუაძე

-

ქ. თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსი

თამარ ბასილია

-

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი

ზურაბ ბრეგვაძე

-

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

თეონა გაბუნია

 

-

სსიპ – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი

გიორგი გორგიაშვილი

-

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის პროექტების მართვის სამმართველოს უფროსი

ლაშა გოცირიძე

 

-

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე

მაია თუშურაშვილი

-

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობისა და იუნესკოს საქმეთა სამმართველოს უფროსი

თეიმურაზ იზორია

-

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის საინვესტიციო პროექტების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი

ირაკლი კახნიაშვილი

-

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი

ალექსი მაჭავარიანი

-

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე

ილია მაღალაშვილი

-

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე

ნოდარ სურგულაძე

-

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე

ზაზა სუხიშვილი

-

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე

ნიკოლოზ ფრუიძე

-

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

გიორგი ღვედაშვილი

-

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა

და განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, დოქტორი

ვაჟა შატბერაშვილი

-

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს საერთაშორისო და რეგიონული პროგრამების დეპარტამენტის საერთაშორისო პროგრამების სამმართველოს სპეციალისტი.

 

2. უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:

 

რიმა ბერიაშვილს

-

სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეს

ზურაბ გასიტაშვილს

-

სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეს

გიგი თევზაძეს

-

სსიპ – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს

ნუგზარ წიკლაურს

-

საქართველოს პარლამენტის უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარეს

ელენე ხარაბაძეს

-

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელს

გელა ჯავახიშვილს

-

სსიპ – საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის რექტორს.

 

პრემიერ-მინისტრი            ნიკა გილაური