„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№324
სარეგისტრაციო კოდი
010240010.10.003.017491
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №324

2013 წლის 9 დკემბერი

   ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის  №391 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 17/09/2012, 010240010.10.003.017063) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ფ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფ) წილებისა და აქციების, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პირდაპირი გადაცემის ინიციირებასა და შესაბამის ღონისძიებებს;“;

ბ) „ც“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ც) უსახლკაროდ დარჩენილ საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის უსასყიდლო გადაცემის ფორმით პრივატიზების თაობაზე საკითხის მომზადებასა და სამინისტროს მეშვეობით საქართველოს მთავრობისათვის წარდგენას;“.

2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ4“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ4) საპრივატიზებო, მართვის უფლებით გადაცემის ან/და სარგებლობაში გადაცემის პირობის გაუქმების/ცვლილების შესახებ სამინისტროსათვის მიმართვას საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის მიზნით;“.

3. მე-7 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) საპრივატიზებო, მართვის უფლებით გადაცემის ან/და სარგებლობაში გადაცემის პირობის გაუქმების/ცვლილების  შესახებ სამინისტროსათვის მიმართვა საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის მიზნით;“.

4. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) წილებისა და აქციების, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მართვის უფლებით გადაცემის ინიციირება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი