თავი VII — ინფორმაცია SIGMET და AIRMET, გაფრთხილებები აეროდრომზე და გაფრთხილებები ქარის წანაცვლების შესახებ
1. ინფორმაცია AIRMET გამოიცემა მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოს მიერ სააერნაოსნო შეთანხმების საფუძველზე. ინფორმაცია AIRMET წარმოადგენს იმ ფაქტობრივი ან მოსალოდნელი ამინდის გარკვეული პირობების მოკლე აღწერას ღია ტექსტით, შემოკლებებით, 100-ზე დაბალ ფრენის ეშელონზე, რომლებმაც შეიძლება დაბალ სიმაღლეებზე ზემოქმედება მოახდინონ ფრენების უსაფრთხოებაზე.
2. ინფორმაცია AIRMET უქმდება მაშინ, როდესაც მოვლენები აღარ დაიკვირვება ან როდესაც მოსალოდნელი არ არის მათი განვითარება მოცემულ რაიონში.
3. შეტყობინება AIRMET-ის მოქმედების პერიოდი არ აღემატება 6 საათს; სასურველია, რომ ის არ აღემატებოდეს 4 საათ
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ დამტკიცების თაობაზე, კონსოლიდირებული რედაქცია 19.10.2020.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 11/12/2013.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება