„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს N255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№339
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.017506
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ს აქართველოს მთავრობის

დადგენილება №339

2013 წლის 17 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით,   „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №255 დადგენილებით (სსმ, 103, 24/08/2010) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სხვა საკანონმდებლო აქტებით, ამ დებულებით და იგი ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის წინაშე.“.

2. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბიუროს ხელმძღვანელობს ბიუროს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი;“;

ბ) მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) წელიწადში ერთხელ ბიუროს საქმიანობის შესახებ ანგარიშს აბარებს საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს მთავრობას;“.

მუხლი 2
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (№1466-Iს) შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის დანიშვნამდე, პრემიერ-მინისტრი ბიუროს უფროსის მოვალეობის შესრულებას აკისრებს  ბიუროს მოქმედ უფროსს.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი