„2013 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 ოქტომბრის №279 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№350
სარეგისტრაციო კოდი
470230000.10.003.017517
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №350

2013 წლის 19 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„2013 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 ოქტომბრის №279 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2013 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 ოქტომბრის №279 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 01/11/2013, 470230000.10.003.017446) დამტკიცებულ 2013 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. №17 დანართის (სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება):

ა) მე-3 მუხლს (მომსახურების მოცულობა) დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურების რეფორმირების უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებები.“;

ბ) მე-4 მუხლს (დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. პროგრამის  მე-3 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლის დაფინანსება ხორციელდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით და განისაზღვრება 29 000 (ოცდაცხრა ათასი) ლარით.“;

გ) მე-5 მუხლის (პროგრამის განხორციელების მექანიზმები) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„1. პროგრამის  მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, ,,ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებითა და „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“;

დ) მე-6 მუხლის (მომსახურების მიმწოდებელი) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„1. პროგრამის  მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, ,,ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებითა და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.“;

ე) მე-6 მუხლის (მომსახურების მიმწოდებელი) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: 

„21. მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი (შემდგომ ტექსტსა და დანართებში - სსიპ - „სსდ ცენტრი“).“;

ვ) მე-8 მუხლს (დამატებითი პირობები) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: 

„7. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა მოიცავს მიმწოდებლის მიერ განმახორციელებლისათვის ყოველთვიურად განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის  წარდგენას.“;

ზ) მე-9 მუხლი (პროგრამის ბიუჯეტი) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„მუხლი 9. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 13,766.0 ათასი ლარით:

 

კომპონენტები

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

 

1

სასწრაფო სამედიცინო დახმარება

10,607.5

2

სამედიცინო ტრანსპორტირება

3,129.5

2.1

რეფერალური დახმარება

2,285.3

2.2

საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირთა და საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საზღვარგარეთის ქვეყნების ხელმძღვანელთა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება

444.2

2.3

საგანგებო სიტუაციებისა და სპეციალური ოპერაციების დროს შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სამედიცინო ბრიგადის თანხლება და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა

400.0

3.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურების რეფორმირების უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებები

 29.0

სულ:

13,766.0

 .“.

2. №18 დანართის (სოფლის ექიმი):

ა) მე-3 მუხლს (მომსახურების მოცულობა) დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) შიდა ქართლის სოფლების ამბულატორიული ქსელის ხელშეწყობა და განვითარება - შიდა ქართლის სოფლებში სოფლის ექიმების/ექთნების გამართული მუშაობისთვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება.“;

ბ) მე-4 მუხლს (დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. პროგრამის  მე-3 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლის დაფინანსება ხორციელდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით და განისაზღვრება 35.4 ათასი ლარით.“;

გ) მე-6 მუხლს (მომსახურების მიმწოდებელი) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: 

„3. მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია შპს „შიდა ქართლის პირველადი ჯანდაცვის ცენტრი.“;

დ) მე-8 მუხლს (დამატებითი პირობები) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: 

„3. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა მოიცავს მიმწოდებლის მიერ განმახორციელებლისათვის ყოველთვიურად განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის  წარდგენას.“;

ე) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 15,242.0 ათასი ლარით, მათ შორის:

ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად – 10,974,900.0 ათასი ლარით;

ბ) სპეცდაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების მიერ შესაბამისი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება – 4,231,700 ათასი ლარით;

გ) შიდა ქართლის სოფლების ამბულატორიული ქსელის ხელშეწყობა და განვითარება - 35.4 ათასი ლარით.“;

ვ) დანართი 18.2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„დანართი 18.2

სპეცდაფინანსებაზე მყოფი სამედიცინო დაწესებულებები

დაწესებულება

თვის ბიუჯეტი (ლარებით)

1

ზემო აფხაზეთის საავადმყოფო

17,674

2

გალის ცენტრალური რაიონული საავადმყოფო

6,358

3

საბერიოს საექიმო ამბულატორია

12,047

4

ოტობაიას საექიმო ამბულატორია

4,332

5

ნაბაკევის  საექიმო ამბულატორია

2,599

6

მზიურის საექიმო ამბულატორია

2,599

7

ოქუმის საექიმო ამბულატორია

4,332

8

ზემო ბარღების საექიმო ამბულატორია

2,599

9

ქვემო ბარღების ამბულატორია

867

10

რეფის საექიმო ამბულატორია

760

11

შპს „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკა“

15,518

12

შპს „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯვარის ამბულატორია“

5,000

13

შპს „ქ. ჯვარის პოლიკლინიკა“

5,272

14

შპს „ჯეოჰოსპიტალსი“ (წალკის მუნიციპალიტეტი)

6,014

15

შპს „ჯეოჰოსპიტალსი“ (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი)

21,490

16

შპს „ჯეოჰოსპიტალსი“ (თიანეთის მუნიციპალიტეტი)

25,245

17

შპს „ჯეოჰოსპიტალსი“ (დაბა ბაკურიანი)

3,500

18

შპს „მარნეულის რაიონის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური გაერთიანება“ (წერაქვის ამბულატორია)

1,170

19

შპს „შატილის საექიმო ამბულატორია“

2,000

20

შპს „ბარისახოს ამბულატორია“

1,170

21

შპს „მედიქალ პარკი საქართველო“ (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი)

16,200

22

შპს „მედიქალ პარკი საქართველო“ (ონის მუნიციპალიტეტი)

11,000

23

შპს „მედიქალ პარკი საქართველო“ (ცაგერის მუნიციპალიტეტი)

16,500

24

შპს „მედიქალ პარკი საქართველო“ (მესტიის მუნიციპალიტეტი)

9,632

25

შპს „ერედვის ამბულატორია“

8,470

26

შპს „ქარელის რაიონის სოფელ ავნევის ამბულატორია“

3,582

27

შპს „ქსუისის ამბულატორია“

8,160

28

შპს „ქურთის საავადმყოფო“

35,976

29

შპს „ახალგორის რაიონული პოლიკლინიკა“

3,460

30

შპს „ახალგორის რაიონული საავადმყოფო“

5,000

31

შპს „ლარგვისის საექიმო ამბულატორია“

1,271

32

შპს „ნიქოზის ამბულატორია“

5,688

33

შპს „წინაგრის საექიმო ამბულატორია“

1,733

34

შპს „ტყვიავის საავადმყოფო“

3,400

35

შპს „ჭუბერი-უშგულის სპეციალიზებული ამბულატორიული მომსახურება“  2013 წლის 24 ივლისიდან

14,504

36

შპს „ადითი“ (ლენტეხის მუნიციპალიტეტი) (2013 წლის სექტემბრამდე)

12,500

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ (ლენტეხის მუნიციპალიტეტი)

სექტემბერი

16,700

ოქტომბერი

16,600

ნოემბერი

16,600

დეკემბერი

 14,330

37

 შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“

 

ასპინძა

სექტემბერი

14,200

 

ოქტომბერი

23,800

 

ნოემბერი

23,800

 

დეკემბერი

 20,550

38

დედოფლისწყარო

სექტემბერი

31,800

 

ოქტომბერი

45,400

 

ნოემბერი

45,400

 

დეკემბერი

 39,200

39

ვანი

სექტემბერი

9,100

 

ოქტომბერი

15,100

 

ნოემბერი

15,100

 

დეკემბერი

13,040

40

ლანჩხუთი

სექტემბერი

21,800

 

ოქტომბერი

36,500

 

ნოემბერი

36,500

 

დეკემბერი

 31,510

41

ქარელი

სექტემბერი

39,500

 

ოქტომბერი

65,700

 

ნოემბერი

65,700

 

დეკემბერი

56,720

42

ჩოხატაური

სექტემბერი

22,000

 

ოქტომბერი

35,800

 

ნოემბერი

35,800

 

დეკემბერი

30,900

43

ხარაგაული

სექტემბერი

11,400

 

ოქტომბერი

12,100

 

ნოემბერი

12,100

 

დეკემბერი

    10,450.“.

 

მუხლი 2
დაევალოს სააგენტოს ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელთან (სსიპ - „სსდ ცენტრი“), ამავე დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მომსახურების მიმწოდებელთან (შპს „შიდა ქართლის პირველადი ჯანდაცვის ცენტრი“) და „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დანართი 18.2-ის „36-43“-ე პუნქტებით (შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“) განსაზღვრულ მიმწოდებელთან 2013 წლის დეკემბრის თვის სრული ლიმიტის/ლიმიტების ანაზღაურება განახორციელოს შესაბამისი ხელშეკრულების/ხელშეკრულებების გაფორმებიდან სამი კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე, საქართველოს  საბიუჯეტო   კოდექსის   31-ე მუხლის   მე-2 ნაწილის შესაბამისად, განახორციელოს  ცვლილებები „საქართველოს  2013  წლის  სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“  საქართველოს კანონით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
მუხლი 4
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, დაწესებულების შეუფერხებელი და უწყვეტი ფუნქციონირების მიზნით, სსიპ - „სსდ ცენტრს“ და შპს „შიდა ქართლის პირველადი ჯანდაცვის ცენტრს“ მიეცეთ უფლება საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სატენდერო პროცედურების დასრულების, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე და საქონლის/მომსახურების მიწოდებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2013 წლის 31 დეკემბრისა. 
მუხლი 5
 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი