„საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის დაფინანსებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 აგვისტოს №1103 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1920
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016302
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1920

2013 წლის 12 დეკემბერი

  ქ. თბილისი

 „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის დაფინანსებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 აგვისტოს N1103 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის დაფინანსებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 აგვისტოს N1103 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, ამ განკარგულების მე-2 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი სახსრების ფარგლებში შესყიდვები განხორციელდეს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით. ”.

 

პრემიერ-მინისტრი                             ირაკლი ღარიბაშვილი