თავი IV — დადგენილი რეჟიმის დარღვევისთვის მსჯავრდებულის დაჯარიმების წესი, მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვა და მსჯავრდებულის პრობაციის ბიუროში გამოცხადებაზე შეღავათის დაწესების პირობები. მსჯავრდე
1. მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირი დარღვევის გამოვლენიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი იმავდროულად არის საჯარიმო ქვითარი, რომლის ფორმა და შედგენის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის პიროვნების შესახებ; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ამ კანონის მუხლი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის ახსნა-განმარტება; ოქმის გასაჩივრების წესი და ვადა; საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები.
4. პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირი საჯარიმო ქვითრის საფუძველზე, ჯარიმის გადახდის ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის დადგენილი ვადის გასვლიდან 7 დღის განმავლობაში, შესაბამისი სააღსრულებო ფურცლის გამოცემით ახორციელებს ჯარიმის გადახდის იძულებით აღსასრულებლად მიქცევას.
5. ჯარიმის გადახდის იძულებით აღსრულებას ახორციელებს აღმასრულებელი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
6. ამ კანონის მე-12 მუხლის 51
პუნქტით განსაზღვრულ გაფრთხილების შესახებ ოქმში აღინიშნება: შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენის თანამდებობა, სახელი და გვარი; მსჯავრდებულის პირადი მონაცემები; დადგენილი რეჟიმის დარღვევის ადგილი, დრო, არსი და რიგითობა; გაფრთხილების სამართლებრივი საფუძველი, ამ კანონის შესაბამისი მუხლების მითითებით; მოსალოდნელი შედეგები; გაფრთხილების გასაჩივრების წესი და ვადა; დადგენილი რეჟიმის დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით არსებული სხვა ინფორმაცია. გაფრთხილება მოწმდება პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირის ბეჭდით და ხელმოწერით.
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №225- სსმ I, №17, 28.07.2008 წ., მუხ.141
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1933 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.238
საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2997 - სსმ I, №24, 10.05.2010 წ., მუხ.161
საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6215 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1781 - ვებგვერდი, 28.12.2013წ.
საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №954 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3130 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5390 – ვებგვერდი, 10.12.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.11.2019-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 5-ჯერ.
- 29.11.2019 კანონი №5390
- 05.07.2018 კანონი №3130
- 01.06.2017 კანონი №954
- 13.12.2013 კანონი №1781
- 15.05.2012 კანონი №6215
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (22.02.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 13. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოება და დადგენილი რეჟიმის დარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის გადახდის წესი 1. მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირი დარღვევის გამოვლენიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს. 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი იმავდროულად არის საჯარიმო ქვითარი, რომლის ფორმა და შედგენის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. 3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის პიროვნების შესახებ; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ამ კანონის მუხლი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის ახსნა-განმარტება; ოქმის გასაჩივრების წესი და ვადა; საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები. 4. პრობაციის ბიუროს უფროსიუფლებამოსილი პირი საჯარიმო ქვითრის საფუძველზე, ჯარიმის გადახდის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვისაღსრულებისთვის დადგენილი ვადის გასვლიდან 7 დღის განმავლობაში, შესაბამისი სააღსრულებო ფურცლის გამოცემით ახორციელებს ჯარიმის გადახდის იძულებით აღსასრულებლად მიქცევას. 5. ჯარიმის გადახდის იძულებით აღსრულებას ახორციელებს აღმასრულებელი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 6. ამ კანონის მე-12 მუხლის 51 პუნქტით განსაზღვრულ გაფრთხილების შესახებ ოქმში აღინიშნება: შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენის თანამდებობა, სახელი და გვარი; მსჯავრდებულის პირადი მონაცემები; დადგენილი რეჟიმის დარღვევის ადგილი, დრო, არსი და რიგითობა; გაფრთხილების სამართლებრივი საფუძველი, ამ კანონის შესაბამისი მუხლების მითითებით; მოსალოდნელი შედეგები; გაფრთხილების გასაჩივრების წესი და ვადა; დადგენილი რეჟიმის დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით არსებული სხვა ინფორმაცია. გაფრთხილება მოწმდება პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირის ბეჭდით და ხელმოწერით. საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №225- სსმ I, №17, 28.07.2008 წ., მუხ.141 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1933 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.238 საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2997 - სსმ I, №24, 10.05.2010 წ., მუხ.161
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 24, 02/07/2007.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება