2. მძღოლთა მოსამზადებელი დაწესებულება შესაძლებელია ახორციელებდეს მძღოლთა მომზადების თეორიული ან/და პრაქტიკული სწავლების კურსს. თუ პირმა მძღოლთა მოსამზადებელ დაწესებულებაში წარმატებით გაიარა მხოლოდ თეორიული ან პრაქტიკული სწავლების კურსი, მას უფლება აქვს, დარჩენილი სწავლების კურსის (თეორიულის ან პრაქტიკულის) გავლა გააგრძელოს იმ მძღოლთა მოსამზადებელ დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს ამ სწავლების კურსით მომზადებას. გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიების/ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე პირი დაიშვება, თუ მან დადგენილი წესით წარმატებით გაიარა მძღოლთა მომზადების თეორიული და პრაქტიკული სწავლების სრული კურსი.
საქართველოს 2015 წლის 29 აპრილის კანონი №3487 - ვებგვერდი, 14.05.2015წ
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.04.2015-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 29.04.2015 კანონი №3487
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (02.07.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 60. მძღოლთა მოსამზადებელი დაწესებულებადაწესებულება1. 1. მძღოლთა მოსამზადებელი დაწესებულება და ინსტრუქტორ-მასწავლებელთა უფლება-მოვალეობები, საქმიანობის წესი, საქმიანობისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, მათი საქმიანობის კონტროლის განხორციელების წესი და ფორმები, აგრეთვე მძღოლთა მომზადების თეორიული და პრაქტიკული სწავლების კურსის სასწავლო პროგრამები განისაზღვრება „მძღოლთა მოსამზადებელი დაწესებულებებისა და ინსტრუქტორ-მასწავლებელთა საქმიანობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2. მძღოლთა მოსამზადებელი დაწესებულება შესაძლებელია ახორციელებდეს მძღოლთა მომზადების თეორიული ან/და პრაქტიკული სწავლების კურსს. თუ პირმა მძღოლთა მოსამზადებელ დაწესებულებაში წარმატებით გაიარა მხოლოდ თეორიული ან პრაქტიკული სწავლების კურსი, მას უფლება აქვს, დარჩენილი სწავლების კურსის (თეორიულის ან პრაქტიკულის) გავლა გააგრძელოს იმ მძღოლთა მოსამზადებელ დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს ამ სწავლების კურსით მომზადებას. გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიების/ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე პირი დაიშვება, თუ მან დადგენილი წესით წარმატებით გაიარა მძღოლთა მომზადების თეორიული და პრაქტიკული სწავლების სრული კურსი.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საგზაო მოძრაობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 03/01/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება