„2013 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 ოქტომბრის N279 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№385
სარეგისტრაციო კოდი
470230000.10.003.017552
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №385

2013 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„2013 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 ოქტომბრის  №279 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2013 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 ოქტომბრის №279 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/11/2013, 470230000.10.003.017446) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„მუხლი 4.  №482 დადგენილების ფარგლებში დამდგარი შემთხვევები, რომლებიც დასრულდება 2013 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების ამოქმედების შემდეგ, უნდა დაფინანსდეს №482 დადგენილების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესაბამისად. ამასთან, №482 დადგენილების „სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა სამედიცინო შემოწმების“ სახელმწიფო პროგრამის ,,სამხედრო ძალებში გასაწვევ პირთა ამბულატორიული შემოწმების“ კომპონენტის ფარგლებში დამდგარი შემთხვევების (2013 წლის 11-14 ნოემბერი) დაფინანსების მიზნით, რომლებიც ვერ იქნა ანაზღაურებული კონტრაქტით გათვალისწინებული თანხის ლიმიტის ამოწურვის გამო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სოციალური მომსახურების სააგენტომ უზრუნველყოს დამატებითი კონტრაქტის გაფორმება იმავე მიმწოდებელთან №482 დადგენილებით გათვალისწინებული  პირობების შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი