1. ბაზირების პუნქტებიდან საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში ზომამცირე გემების გასვლა, გარდა ფიზიკურ პირთა მფლობელობაში არსებული ნიჩბიანი და გასაბერი (ძრავის გარეშე) ნავების და ბაიდარებისა, ხორციელდება სანაპირო დაცვის დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის წინასწარი შეტყობინებით.
2. ზომამცირე გემების ზღვაში გასვლის შესახებ შეტყობინების წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.09.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 31/12/2013.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება