„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№387
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.017556
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/12/2013

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №387

2013 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 22/11/2013, 010240030.10.003.017464) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ“ ქვეპუნქტი:

„ტ)  სისტემატიზებული და დისციპლინური მიდგომით, სამინისტროს მართვისა და კონტროლის სისტემებისა და პროცედურების, სამინისტროს წინაშე არსებული რისკების დადგენისა და მათი მართვის მექანიზმების, და სამინისტროს მიერ დასახული მიზნების შესრულების ხელისშემშლელი ფაქტორების გამოვლენისა და აღმოფხვრის მექანიზმების ეფექტიანობის ანალიზი და შეფასება.“.

2. მე-5 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ ქვეპუნქტი:

„პ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი.“;

ბ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ ქვეპუნქტი:

„პ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი:

პ.ა) აფასებს სამინისტროს საქმიანობის ეფექტიანობას, გამოავლენს შესაძლო ხარვეზებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს ამ ხარვეზების გამოსასწორებლად;

პ.ბ) გამოავლენს და აფასებს სტრატეგიულ, ფინანსურ, ტექნოლოგიური უსაფრთხოების, რეპუტაციულ, საოპერაციო და კონტროლის რისკებს და  შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს;

პ.გ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს სამინისტროს საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით;

პ.დ) ახორციელებს მონიტორინგს მის მიერ მომზადებული რეკომენდაციების შესრულებაზე;

პ.ე)    ახორციელებს სხვა საქმიანობას, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი