საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№205
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 08/04/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №205

2008  წლის 8 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“პრივატიზებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის მიზნით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გამოუყოს 60 000 (სამოცი ათასი) ლარი.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკონსულტაციო მომსახურების შეუფერხებელი განხორციელებისათვის მომსახურების შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                  ვ. გურგენიძე