საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№765
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 19/11/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №765

2008 წლის 19 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების თაობაზე

1. „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციის“ პროგრამით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, ტირიფონისა და სალთვისის სარწყავი სისტემების ალტერნატიული წყალუზრუნველყოფის მიზნით მდინარე ლიახვზე მშენებარე ძლევიჯვარისა და დიდი რუს სარწყავი სისტემების კაშხლიანი სათავე ნაგებობის გადამუშავებული პროექტისა და პროექტის მიხედვით შესასრულებელი სამშენებლო სამუშაოების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებელი განხორციელებისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი  გ. მგალობლიშვილი