,,სტიქიის (ქარიშხალი) შედეგად საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის მიყენებული ზიანის სალიკვიდაციოდ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 26 თებერვლის №144 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№871
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 18/11/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №871

2009 წლის 18 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,სტიქიის (ქარიშხალი) შედეგად საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის მიყენებული ზიანის სალიკვიდაციოდ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 26 თებერვლის № 144 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „სტიქიის (ქარიშხალი) შედეგად საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის მიყენებული ზიანის სალიკვიდაციოდ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 26 თებერვლის № 144 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტის „ი“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ი) ზუგდიდის მუნიციპალიტეტს – 133 150 (ას ოცდაცამეტი ათას ას ორმოცდაათი) ლარი; ზიანის სალიკვიდაციოდ გათვალისწინებული სამუშაოებისთვის ტენდერის ჩატარების შემდეგ დარჩენილი თანხა წარიმართოს ქ. ზუგდიდისა და მუნიციპალიტეტის სოფლების საჯარო სკოლებში მიკროპროექტების განსახორციელებლად;“.

პრემიერ-მინისტრი                                                                                       ნ. გილაური