ე. შარაშიძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№810
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 26/11/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №810

2008 წლის 26 ნოემბერი

ქ. თბილისი

ე. შარაშიძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

 1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრს ეკატერინე შარაშიძეს, რათა საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს ,,საქართველოს მთავრობასა და შპს ,,მაგთიკომს“ შორის ერთიანი სამთავრობო ქსელის პროექტის განხორციელების თაობაზე“ 2007 წლის 10 აგვისტოს გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში შესატან ცვლილებებს (მემორანდუმის მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში).

 2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ საჭიროების შემთხვევაში (ცვლილებების განხორციელებისას) ყოველი კვარტალის ბოლოს ინფორმაცია წარუდგინოს საქართველოს მთავრობას.

 3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი