1. გვირაბში აკრძალულია ზეთის ან სხვა საწვავი სითხის შემცველი ძალური ტრანსფორმატორის, საკომუტაციო და გამშვები აპარატის გამოყენება. მოთხოვნა არ ვრცელდება კომპლექტურ მანაწილებელ მოწყობილობაზე, რომელიც დადგმულია საიმედო ცეცხლმედეგსამაგრიან კამერაში.
2. აკრძალულია ზეთით შევსებული კომპლექტური მანაწილებელი მოწყობილობის კამერის აგება პარალელურ გვირაბებს შორის.
3. ელექტრული მანქანების და ქვესადგურების კამერების მოწყობა უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტით გათვალისწინებულ სიდიდეებს.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — მადნეული და არამადნეული საბადოების მიწისქვეშა წესით დამუშავების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე, კონსოლიდირებული რედაქცია 16.10.2024.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 10/01/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება