თავი II — აგროქიმიკატების შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და გამოყენების წესი
1. აგროქიმიკატების რეალიზაციას ახორციელებს ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი.
2. აგროქიმიკატების რეალიზაცია დასაშვებია საბითუმო და საცალო ვაჭრობით სპეციალიზებული ქსელის მეშვეობით.
3. მყიდველს აგროქიმიკატებთან ერთად მიეცემა სასუქის გამოყენების რეკომენდაცია, მრავალმხრივი ინფორმაცია სასუქის ტექნოლოგიის, მისი ეფექტურობის და უსაფრთხო გამოყენების შესახებ.
4. სასუქების გამოყენების რეკომენდაციების შესამუშავებლად ან არსებული რეკომენდაციების კორექტირების მიზნით, როგორც ადგილობრივი წარმოების, ისე ქვეყანაში შემოტანილი სასუქები და სხვა აგროქიმიკატები ექვემდებარება ხარისხობრივ შეფასებას, რომელსაც ახორციელებს ნებისმიერი აკრედიტებული ლაბორატორია.
5. აგროქიმიკატების რეალიზატორები ვალდებულნი არიან აკრედიტებული ლაბორატორიის წარმომადგენლებს მათი მოთხოვნისთანავე საანალიზოდ მისცენ აგროქიმიკატების ნიმუშები და პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებლებიდან გამომდინარე, შეასრულონ ლაბორატორიის მიერ მიცემული რეკომენდაციები და მოთხოვნებ
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის - „პესტიციდების და აგროქიმიკატების შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და გამოყენების წესების“ დამტკიცების შესახებ“, მუხლი 26, №451, საიდან და რა საბუთი შემოვიდა, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017635 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.08.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2186381/muxli-26/