თავი III — ძირითადი ტექნიკური მოთხოვნები ექსპლუატაციაში მყოფი საბაგირო მოწყობილობისადმი
1. მგზავრთა ჩასასხდომა-გადმოსასხდომის ადგილები მოწყობილი უნდა იყოს ისე, რომ უზრუნველყოფდეს მგზავრების უსაფრთხოებას, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც არსებობს ჩავარდნის საფრთხე.
2. ბავშვებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უნდა ჰქონდეთ საბაგირო მოწყობილობის უსაფრთხოდ გამოყენების შესაძლებლობა, იმ შემთხვევაში, როდესაც მოწყობილობა ითვალისწინებს მათ გადაყვანას.
3. მოწყობილობასთან დაკავშირებული მოთხოვნები და ყველა მიღებული უსაფრთხოების ზომა უნდა უზრუნველყოფდეს მოწყობილობის დანიშნულებისამებრ გამოყენებას ტექნიკური სპეციფიკაციისა და საექსპლუატაციო მოთხოვნების გათვალისწინები
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საბაგირო მოწყობილობების (საბაგირო გზის, ფუნიკულიორის) უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 18, №412, 31.12.2013, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017628 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.12.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2187377/muxli-18/