თავი III — ძირითადი ტექნიკური მოთხოვნები ექსპლუატაციაში მყოფი საბაგირო მოწყობილობისადმი
1. საბაგირო მოწყობილობის უსაფრთხოების სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს ნებისმიერი გაუმართაობის (რომელიც შეიძლება გადაიზარდოს დაზიანებაში და რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს უსაფრთხოების პირობების დარღვევა) გამოვლენას, დამუშავებას და თუ საჭიროა გაჩერებას. იგივე შეეხება ნებისმიერ სხვა გარე პროგნოზირებად მოვლენას, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ადამიანების უსაფრთხოებას.
2. უსაფრთხოების სისტემის მიერ მოწყობილობის გაჩერების შემთხვევაში, შეუძლებელი უნდა იყოს მოწყობილობის ხელახალი ჩართვა, სანამ სათანადო უსაფრთხოების ზომები არ იქნება მიღებული.
3. საბაგირო მოწყობილობაზე უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მისი მექანიკური გამორთვის შესაძლებლობა.
4. საბაგირო მოწყობილობა უნდა უზრუნველყოფდეს გეგმურ ან არაგეგმურ მომსახურებასა და შეკეთებასთან დაკავშირებულ პროცედურების უსაფრთხოდ განხორციელება
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საბაგირო მოწყობილობების (საბაგირო გზის, ფუნიკულიორის) უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 8, №412, 31.12.2013, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017628 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.12.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2187377/muxli-8/